უნდა ველოდოთ თუ არა ახალი წლის ღამეს თოვლს – ამის შესახებ “რუსთავი 2” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას ესაუბრა. მისი ინფორმაცით, ამჟამინდელი მონაცემებით, ახალი წლის ღამით საქართველოში თოვლი მოსალოდნელი არ არის.
რაც შეეხება დღევანდელი ამინდის პროგნოზს – დოდო გვაზავას ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის მატება მოსალოდნელი არ არის.
“გამოდარება მიდის, თუმცა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, დღის პირველ ნახევარში ნარჩუნდება თოვა, აღმოსავლეთში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჯერჯერობით, ცივი ჰაერის მასების შემოსვლა გრძელდება, ამიტომ ტემპერატურის მატება მოსალოდნელი არ არის. ამ საღამოს, 25 დეკემბრის ღამეს გაძლიერდება ყინა დაბლობში, მთაში და მაღალ მთაში,”- აცხადებს დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყინვა შერბილდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს და ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
კომენტარები