,,ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე:
,,გუშინ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა სამი კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. მარტივად რომ
ვთქვათ, ისინი კრიპტოვალუტის მეშვეობით ფულს რუსულ რეცხავენ ქვეყანაში. ზუსტად ეს არის ის “ეკონომიკური ზრდა”, რომელზეც კობახიძე საუბრობს ხოლმე. აქ შემოდის რუსული ფული კრიპტო ვალუტით, ლეგალურ საშუალებად გარდაიქცევა და შემდეგ გადის. ამიტომ ცარიელი ციფრები დიდია, თუმცა მათ უკან არ დგას სამუშაო ადგილები, სიმდიდრე და სიღარიბიდან ამოსვლა.
მოსწავლეს რომ ტყუილად უწერენ ხოლმე მაღალ ნიშანს და ამას არ ამყარებს მოსწავლის შესაძლებლობები, ამას ჰგავს.
სინამდვილეში ცხოვრება ძვირდება, აქ ცხოვრება რთულია ქართველებისთვის და ეს ქვეყანა სხვისი ფულის გასარეცხ ჭურჭლად გამოიყენება.“














კომენტარები