უკვე სამი წელია, მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა წარჩინებით დაასრულეს, კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის მედლებს ელოდებიან.
მედლების დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/111_0.png)
2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში, სკოლადამთავრებულებისთვის, ვერცხლისა და ოქროს მედლის დასამზადებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/222.png)
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 2021 წლის 20 აპრილს გამოაცხადა, განცხადებების მიღება კი 2021 წლის 6 მაისს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 275 650 ლარი იყო.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერით დაინტერესებულ კომპანიას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში 6 622 ცალი ოქროს [მოოქროვილი] და 2 113 ვერცხლის [მოვერცხლილი] მედალი, ასევე 8 735 ცალი მედლის ჩასადები ყუთი უნდა მიეწოდებინა და ეს ყველაფერი 275 650 ლარად.
წყარო – მთავარი
კომენტარები