• რეკლამა
  • კონტაქტი
16:36, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსკოვში ტერაქტს ქართველი ქალი ემსხვერპლა – ექსკლუზიური ინტერვიუ მოკლულის დასთან

ალია ავტორი - ალია
13:26 03-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
456

რუსეთში მოწყობილ ტერაქტს ერთი ქართველი ემსხვერპლა. ტერორისტების მიერ სასტიკად მოკლული ქალის და “პირველებს” პირველ ინტერვიუს აძლევს. ნინო მამისაშვილი ამბობს, რომ საბედისწერო დღეს მისი და საკონცერტო დარბაზში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. აისისის მებრძოლებმა წყვილი დერეფანში ჩაცხრილეს. ირინა და რომან სოკოლოვები დაბადების დღეს აღნიშვნდნენ.

ქალს ათობით ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი და ფილტვები აქვს დახვრეტილი, მამაკაცს კი ერთი ტყვია გულში მოხვდა.

ირკვევა, რომ ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ოჯახს გარდაცვლილების ამოცნობა გაუჭირდა.

ზურგში აქვთ მოხვედრილი, ალბათ გაქცევის დროს. ხანძარში არ არიან მოყოლილი. დას კისერში აქვს ჭრილობა, ფილტვები აქვს გახვრეტილი და მკლავში აქვს გამჭოლი ჭრილობა და სიძეს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სავარაუდოდ, გულში. დის ამოცნობა, ფიზიკურად იმდენად დაზიანებული იყო, ფილტვი რომ სკდება, ადამიანი სახეზე შავდება და შესაბამისად, დის ამოცნობა რთული იყო. დე ენ ემის ტესტისთ ამოიცნეს, – ამბობს ნინო მამისაშვილი.

ნინო მამისაშვილი ამბობს, რომ რუსეთში დის საკრძალვაზე ჩასვლა უნდოდა, მაგრამ შესაძლო მოსალოდნელი ტერაქტების და საფრთხეების გამო თავი შეიკავა. დაღუპულების ახლობლები ტერაქტის ორგანიზატორების და შემსრულებლებისს უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

ამბობენ, რომ მილიონი ჰქონდა მირებული თითოეულს და ჰქონდათ დავალება, რომ ადამიანები დაეხოცათ. მეც მინდოდა წასვლა დის დაკრძალვაზე, მაგრამ ტერაქტების სერიაა კიდევ მოსალოდნელი, რასაც ვიგებთ, პრესაშიც ვრცელდება, ამერიკა აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, რომ დატოვონ ტერიტორია, ამიტომ თავს ვიკავებ. თუ ისინი უნდა მოერიდონ, ალბათ ჩენც უნდა გავფრთხილდეთ. მინიმუმ სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, იმიტომ, რომ ადამიანის სიკვდილით დასჯა ძალიან სასტიკი განაჩენია. სამუდამო პატიმრობა ღირსეული სასჯელი იქნებოდა მათთვის, – ამბობს მამისაშვილი. 

მოკლულებს ორი არასრუწლოვანი შვილი დარჩათ. მათთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved