მოსკოვში ერთმანეთს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მინისტრი მირზოიანი შეხვედრაზე ჩავა მოსკოვში. სხვა დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით”, – უთხრა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა რუსულ მედიას.
სამეულის შეხვედრა მოსკოვში ბოლოს 19 მაისს გაიმართა.
კომენტარები