• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე გენერალი აფეთქების შედეგად დაიღუპა

ალია ავტორი - ალია
12:01 12-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

რუსეთ-ჩეჩნეთის და რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე გენერალი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დირექტორატის უფროსი ფანილ სარვაროვი, მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამომძიებლების ინფორმაციით, ავტომობილის ძირში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა 22 დეკემბერს, დილით, იასენევაიას ქუჩაზე აფეთქდა. იგი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ჩადენილი ზოგადად საშიში გზით) და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 222.1 მუხლით (ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ვაჭრობა).

გამომძიებლები ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე თეორიას განიხილავენ, მათ შორის უკრაინის დაზვერვის სამსახურების შესაძლო მონაწილეობას დანაშაულის ორგანიზებაში.

სარვაროვი 2024 წელს ვლადიმერ პუტინმა გენერალ-ლეიტენანტის წოდებაში დაწინაურდა. როგორც რუსული მედია წერს, სარვაროვი იბრძოდა ჩეჩნეთში, სამხრეთ ოსეთში, სირიასა და უკრაინაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved