მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე ბინაში, 53 წლის ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია, რის გამოც მისმა დამ ინერვიულა და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.
მაშველებმა ბინის კარი გააღეს და აივანზე პარკებში მოთავსებული ქალის ცხედრის ნაწილები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობის გარემოებების დადგენა და შესაძლო დამნაშავის ძებნა დაიწყეს.
ექსპერტებმა ადგილზე სისხლის, იარაღისა და საბრძოლო მასალის კვალი იპოვეს.
გამოძიებამ სამართალდამცველები ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხამდე მიიყვანა, რომელსაც ელენა წერეთლის პარტნიორი იყენებდა. იქ 19 წლის გოგონას ცხედარი და იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 47 წლის ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ გოგიაშვილია. ის ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ორივე მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ თავდაპირველად გოგონა მოკლა, შემდეგ კი მისი დედა.
ადვოკატ ალექსეი პეტროპოლსკისგანცხადებით, ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.
გამოძიება ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივსა და საქმის სხვა დეტალებს ადგენს.
ფოტოკოლაჟი – ამბები.ჯი











კომენტარები