• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა” – ლილუაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:05 06-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს. მან თქვა, რომ 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენდა.

ყურადღება გაამახვილა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე და ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვრო ძალების ბაზის განთავსების გეგმაზე.

“განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ოკუპირებულ ბიჭვინთაში არსებული ე.წ. სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის ფაქტზე. საყურადღებოა, რომ აღნიშნული პროცესი დაიწყო  2022 წელს, რასაც თავდაპირველად ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. თუმცა 2023 წლის ბოლოს გადაცემის პროცესს ოპოზიციის ლიდერების დიდმა ნაწილმაც კი, სამწუხაროდ მხარი დაუჭირა. ე.წ. ოპოზიციის რა თქმა უნდა. ჩვენი შეფასებით, ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით, მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისი ნების ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი არის უშედეგო.

“ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო გასული წლის 4 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის შექმნის შესახებ ინფორმაცია. ცხადია, აღნიშნული პორტის აშენების შემთხვევაში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად აუცილებლად გამოიყენებდა. ჩვენი შეფასებით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება და მათი მომსახურება, ნაკლებად სავარაუდოა”, – თქვა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში ოჩამჩირის პორტში და მის მიმდებარედ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

 

ხ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved