რუსეთში, მოსკოვის ერთ-ერთ სამთავრობო სერვისცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და 2 ადამიანი მოკლა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
სროლის დროს კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის 10 წლის გოგონა, დაიჭრა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციელებმა 45 წლის ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მას შემდეგ გაისროლა, რაც მან პირბადის გაკეთებაზე უარი თქვა და დაცვის თანამშრომელთან კონფლიქტი მოუვიდა.
რუსეთში დახურულ სივრცეებში, მათ შორის სამთავრობო სერვისცენტრებში, პირბადეების ტარება სავალდებულოა.
კომენტარები