• რეკლამა
  • კონტაქტი
06:15, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსკოვის ინტერესები და პუტინის კანონების ასლი საქართველოში – პრეზიდენტის ინტერვიუ TV5 Monde-თან

ალია ავტორი - ალია
18:43 04-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

“ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს… პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია,” – ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი TV5 Monde-თან ინტერვიუში აკეთებს.

მე შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, რამაც მოგვცა საშუალება, რომ მიგვეღო გასული წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. გვაქვს პერსპექტივა რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, და არა მხოლოდ ეს, არამედ კანონების მთელი სერია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპისაკენ მიმავალ გზას. ეს გადაწყვეტილება შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს.

რუსულ კანონს, ეს არა პრორუსული არამედ რუსული კანონია. პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ საბოლოოდ შეებოჭათ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელი შეეშალათ მათი საქმიანობისთვის, და ასევე მედიისათვის. აქ ჩვენ ამის ასლი გვაქვს. ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ევროპული მომავლისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციებს მოქმედების არეალის შემცირების წინასწარი მცდელობა, ისევე როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების ნიშნავს ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოქმედების შეზღუდვას. ეს კანონი ეწინააღმდეგება ყველას, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ინსტიტუციების გაძლიერებისთვის, დემოკრატიზაციისათვის და არის მიმართული ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინააღმდეგ.

 ეს არის გარემოება, სადაც ბევრი მხრიდან არის პროვოკაცია. ყველანაირი საშუალება არის გამოყენებული საქართველოს იმიჯის, მისი მომავლის დასაზიანებლად. თქვენ რომ აჩვენოთ კადრები, თუ რა ხდება ახლა პარლამენტის წინ, ნახავთ ხალხის უდიდეს მასას, ძირითადად ახალგაზრდებს, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად აპროტესტებენ იმას, რაც არ სურს საქართველოს მოსახლეობას. დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობის 80% აცხადებს, რომ სურს ევროპული გზა. ისინი მზად არიან დაიცვან ეს ევროპული გზა. ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ჩემი გზავნილი ევროპელი პარტნიორებისთვის, საქართველოს დღეს თქვენი ყურადღება სჭირდება…

ჩვენ გასული წლის 15 დეკემბერს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის მიერ აღინიშნა როგორც დიდი გამარჯვება, ჩვენ გვაქვს პერსპექტივა რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები წლის ბოლოს. მოსახლეობა ითხოვს რომ არავინ, განსაკუთრებით მთავრობამ, რომელიც სხვა ინტერესებს ემსახურება, არ შეძლოს ამ მოლაპარაკებების გახსნისთვის ხელის შეშლა, რადგან ისინი იღებენ კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს. მე უკვე 5 ვეტოს უფლება გამოვიყენე და მალე მეექვსედ გამოვიყენებ ვეტოს, რადგან მე ვთქვი, რომ ამას გავაკეთებ ყოველ ჯერზე როდესაც კანონის შინაარსი ან ტექსტი შეეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს არის მიზანი, მიზანი არ არის დაჩქარება, არამედ ხელის შეშლის თავიდან აცილება. ხელის შეშლა მხოლოდ მოსკოვის ინტერესშია. ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved