• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოსკოვი საქართველოს თანხმობის გარეშე ფრენებს ვერ აღადგენდა” – მწვავე განხილვა ევროპარლამენტში

ალია ავტორი - ალია
18:50 06-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

“პირველ რიგში ქალბატონ სეფაშვილს მინდა ვუთხრა, რომ ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა, სხვაგვარად ფრენები ვერ აღდგებოდა. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაწყვეტს ცალმხრივად, რომ რომელიმე ქვეყანაში სურს ფრენები. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში ორმხრივი იყო. გარდა ამისა, დიახ, იყო მოწოდებები 2019 წელს, რომ ფრენები არ შეწყვეტილიყო, მაგრამ ეს იყო ომამდე და რუსეთის აგრესიამდე.”–  ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ლუკ დევინმა “ხალხის ძალის” დეპუტატს ეკა სეფაშვილს, რომელმაც ბრიუსელში მიმდინარე განხილვაზე თქვა, რომ  ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო:

 “მინდა შეგახსენოთ, რომ 2019 წელს, როდესაც რუსეთმა ეს ფრენები შეწყვიტა, ევროპის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ მოსკოვს, რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებებს. გამოდის, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული იყო, მთელი დასავლური საზოგადოება ფრენების შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა. ახლა რატომ შეიცვალა დამოკიდებულება? – განაცხადა სეფაშვილმა.

დევინი გამოეხმაურა “ოცნების” დეპუტატს მაია ბითაძესაც და მას კიდევ ერთხელ შეახსენა ღარიბაშვილის განცხადება, სადაც პრემიერმა ნატოს გაფართოება დაასახელა უკრაინის ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად:

“გარდა ამისა, ქალბატონ ბითაძეს მინდა გავცე პასუხი. „ნატოს გაფართოება არის უკრაინაში ომის მიზეზი“ – თქვა თქვენმა პრემიერმინისტრმა და თქვენ ამბობთ, რომ 2008 წლის ომის მიზეზიც ეს არის. ჩვენ ყველანი გეთანხმებით ამაში. პრობლემა ის არის, რომ თქვენგან განსხვავებით, თქვენს პრემიერმინისტრს საერთოდ არ უხსენებია, რომ რუსეთი 2008 წლიდან არაფრად აგდებს ქვეყნების სუვერენულ უფლებებს, არამედ მიზეზად მხოლოდ ნატოს გაფართოება დაასახელა, რაც რუსული ნარატივია და თან ტყუილია, იმიტომ რომ 2008 წლიდან, როდესაც საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაწევრიანების დაპირება მიიღეს, 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად. ასე რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის.” განაცხადა ევროდეპუტატმა.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კი დღეს ამტკიცებდა, რომ ევროპელმა დეპუტატებმა ღარიბაშვილის ციტატა კონტექსტის გარეშე ახსენა

“ირაკლი ღარიბაშვილი ამ დილით უკვე სამჯერ ახსენეს. თქვენ, ქალბატონო თანათავმჯდომარე, მოიყვანეთ მისი ციტატა ბუდაპეშტში გამოსვლიდან და ეს ციტატა კონტექსტის გარეშე იყო. ბატონმა პრემიერმა იმ გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობას საქართველოში და ყველა უმცირესობის უფლების დაცვას. ბატონი ღარიბაშვილის ერთ-ერთი ციტატა ასევე ახსენა ბატონმა ლუკ დევინმა. პრემიერმინისტრი მაშინ საუბრობდა იმის შესახებ, რომ უკრაინას რუსეთი თავს დაესხა უკრაინას იმის გამო, რომ უკრაინა ევროპული გზით ვითარდება და 2008 წელსაც ანალოგიური რამ მოხდა საქართველოში, როდესაც ჩვენ ვიწვნიეთ რუსული აგრესია ევროპული გზის არჩევის გამო. სხვათა შორის ანალოგიური რამ განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც, რომელმაც თქვა, რომ ისტორიაში პირველად ქვეყანა გახდა აგრესიის მსხვერპლი იმის გამო, რომ ევროპული ოჯახის წევრობის სურვილი გამოთქვა.” თქვა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომელიც ასევე ესწრება სხდომას 

შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება. ​კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს მიერ, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved