ფოტო – NYT
რუსეთი უკრაინაში საელჩოს თანამშრომლებისგან ცლის. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა NYT უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 5 იანვარს საელჩოს 18 თანამშრომელი, ოჯახთან ერთად, მოსკოვში გადაიყვანეს. მომდევნო დღეებში კი კიევსა და ლვოვში მყოფი კიდევ 30-ი თანამშრომელი გაიყვანეს ქვეყანიდან.
ეს შესაძლოა, მოსალოდნელი შეჭრისთვის მზადება იყო – ასე განიხილავენ ამ ფაქტს უკრაინელი და ამერიკელი ექსპერტები.
კომენტარები