პოლიცია რუსთაველის გამზირზე მოშიმშილეებს დაუპირისპირდა. გელა გელაძის უწყების თანამშრომლებმა მოქალაქეებს, რომლებიც უკვე 23 დღეა პარლამენტთან შიმშილობენ, ადგილზე სკამების შეტანის უფლება არ მისცეს.
საპოლიციო ძალები ირწმუნებიან, რომ აქციის მონაწილეები სკამებით ბარიკადების მოწყობას აპირებენ.
პოლიციელებს მოქალაქეები უხსნიდნენ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთების შეტანა კანონით აკრძალული არ არის.
დარეჯან ცხვიტარია:
“ეს ქვეყანაა? ეს სახელმწიფოა? ადამიანი ხომ ხედავთ, რომ არავის არაფრად არ მიაჩნია. ერთადერთი ბიძინაა ამათთვის სამართალი, კანონი სახელმწიფო. ჩვენ მოშიმშილეებს თურმე შეგვეძლო ამ სკამებით ბარიკადები გაგვეკეთებინა, წარმოგიდგენიათ?”
გედევან ფოფხაძე
“არის ჰუმანიტარული პრინციპი და არის წამების აბსოლუტური უფლება, რაც, თუ მე შემიქმნის სიცივეში და არაადამიანურ პირობებში აქციაში მონაწილეობის წინაპირობებს, ეს იქნება წამება. ორი რამე გვინდა რომ იყოს დაცული – ჰუმანიზმი და წამების დაუშვებლობა.”














კომენტარები