ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, რომ ნარკოტესტს ევროპაში ჩაიტარებს, ასე აფასებს:
“ჩემი აზრით ტრაგიკული ამბავია, რომ პრეტენზიების და ამბიციების მქონე პოლიტიკოსი მოსაფსმელად მიდის სადმე სხვა ქვეყანაში. თავმოყვარეობის ამბავია.
როგორ შეიძლება არჩევნების წინ, სერიოზულად განიხილებოდეს – წავალ გერმანიაში ან სადღაც, მოვფსამ, იქ შევამოწმებინებ, მერე ჩამოვალ და დაგიდასტურებთ, რომ არ ვარ ნარკოტიკების მომხმარებელი. სასაცილოა, რა უბედურებაა, როგორ შეიძლება ძალით გაფსმევინებდნენ?”
გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს – განაცხადა “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
კომენტარები