• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა, უზენაეს სასამართლოში დააწინაურეს – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:54 08-10-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,784

მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა უზენაეს სასამართლოში დააწინაურეს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა დააწინაურეს უზენაეს სასამართლოში. რატომღაც, ოპოზიციურმა მედიებმაც არ შეამჩნია კავშირი, ჩემს ე.წ. განაჩენსა და სინამდვილეში სასამართლო მკვლელობასა და ამის შემსრულებლის დაწინაურებას შორის, სადამდე უნდა ვიყოთ ასე მიამიტები?“ – წერს სააკაშვილი.

გიორგი ახობაძის საქმის ყოფილი მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებლად პარლამენტისთვის წარსადგენად შეარჩია.

ხუთ აგვისტოს გამოცემულ დოკუმენტს ხელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ნიკოლოზ მარსაგიშვილი აწერს.

რამდენიმე კვირის წინ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის საქმე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს დაეწერა, რომელმაც ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ცნობისთბის,  მიხეილ ჯინჯოლია იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის განმხილველი მოსამართლე – მიუსაჯა 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ჯინჯოლიამ გაასამართლა უჩა აბაშიძე და მისი ცოლი მარიამ იაშვილი.

მან ასევე განიხილა „ვაკის პარკის საქმეზე“ დაკავებული 9 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ცხრავეს.

უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება, მათგან 26 უვადო მოსამართლეა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved