• რეკლამა
  • კონტაქტი
10:53, ხუთშაბათი, 4 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოსამართლევ, არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი და არც თქვენი სახე” – თორნიკე გოშაძის სიტყვა პროცესზე

ალია ავტორი - ალია
19:44 08-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
628

ფოტო – პუბლიკა

შემოდგომა-ზამთრის აქციებზე და პროტესტში მონაწილეობის გამო დაკავებული სინდისის პატიმრების საქმეთა განხილვა ფინალურ ეტაპზეა. 27 აგვისტოს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის [ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, გიორგი გორგაძე, თორნიკე გოშაძე, ინსაფ ალიევი, ირაკლი მიმინოშვილი და ვასილ კაძელაშვილი] საქმეზე ბოლოს წინა სხდომა გაიმართა. დასკვნითი სიტყვები დაასრულეს ადვოკატებმა. რეპლიკებზე უარი თქვა როგორც ბრალდების, ისე, შესაბამისად, დაცვის მხარემაც. რვავე ბრალდებულმა თავისი საბოლოო სიტყვა თქვა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს 2 სექტემბერს გამოაცხადებს.

ნეტგაზეთი აქვეყნებს თორნიკე გოშაძის საბოლოო სიტყვას სასამართლოში.


პირველ რიგში მივესალმები დარბაზს და მადლობას გადავუხდი მოსვლისთვის.

Მაპატიეთ, რომ მხოლოდ ერთი სიტყვით უნდა შემოვიფარგლო, რადგან ჩემთვის რთულია, გამოვხატო ის მადლიერება, რასაც თქვენ მიმართ ვგრძნობ და განვიცდი. ჩემი მხრიდან მადლობა არის ის, რაც ერთი სიტყვით იწერება, თუმცა მრავალტომეულ სათქმელს ამბობს. ამიტომ მადლობას გიხდით უკლებლივ ყველას, ვინც დგახართ სინათლის და სამართლიანობის მხარეს.

ახლა შევეხები იმ აუცილებელ მიზეზს, თუ რატომ ვიდექი საპროტესტო აქციაზე. გავიხსენებ ვიდეოს, რომელიც ჩემმა ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში ახსენა. ვიდეოს, რომელიც არ ჯდება არანაირ სამართლებრივ, ადამიანურ ან თუნდაც ცხოველურ მოქმედებაში. ვიდეო, რომელიც დარწმუნებული ვარ, ნახა მთელმა საქართველომ და მათ შორის, თქვენც გექნებათ ნანახი, ბატონო მოსამართლევ:

ბიჭი, რომელიც უგონო მდგომარეობაში გდია ძირს და რომელსაც ჯერ ქუსლით, შემდეგ კი გაშლილი ფეხით ურტყამენ სახის არეში. [ვიდეო, რომელშიც ვხედავთ ახალგაზრდა დემონსტრანტს, ზვიად მაისაშვილს, როგორ სასტიკად უსწორდება სპეცრაზმელი.] ვიდეოს ნახვის შემდეგ ვიფიქრე, რომ ორი დარტყმიდან, რომელიც მას მოუწია აეტანა, ერთი შემეძლო საკუთარ თავზე ამეღო და მისთვის მიყენებული ფიზიკური ტკივილი ოდნავ შემემცირებინა, შემემსუბუქებინა. ორს ვამბობ, თუმცა, ალბათ, ხვდებით, ბატონო მოსამართლევ, რომ ის ბიჭი ძირს ფეხის წამოკვრით არ წაქცეულა და უგონო მდგომარეობამდე უჰაერობას არ მიუყვანია.

დიახ, მე ვიდექი აქციაზე. ვიდექი, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა. ვიდექი, რათა ამერჩია სინათლე და მეთქვა, რომ ევროპა არის მეგობარი, ხოლო ისტორიული მტერი, რომელიც არის ოკუპანტი, ვერასდროს გახდება ჩემი ქვეყნის მეგობარი.

Მე იქ არ გავსულვარ იმ განზრახვით, რომ ვინმეს სიცოცხლისათვის საფრთხე შემექმნა, ან ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამეზიანებინა. შეცდომაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სინდისის ქონას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო თანაგრძნობის გამოხატვას – ვინმესგან დაორგანიზება ან მითითების მიცემა.

Ბატონო მოსამართლევ, მე ამ ბიჭებს არათუ დაკავებამდე არ ვიცნობდი, არამედ დაკავების შემდეგაც, ამ პატარა ქვეყანაში და კიდევ უფრო პატარა ქალაქში, საერთო ნაცნობიც კი ვერ გამოვნახე, ან მეგობრებში ან ნათესავებში.

Მე მინდა შევეხო ჩემს ორ შეკითხვას, რომელიც გამომძიებელს დავუსვი და მოვაყოლო დიალოგი, რომელიც გაიმართა ჩემსა და პოლიციელებს შორის ჩემი სახლის ჩხრეკის დროს.

ჩემი კითხვები იყო, რატომ შემოვიდნენ თვითნებურად ჩემს კუთვნილ ეზოში, ისე, რომ არ გამაფრთხილეს და რატომ არ მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება. პასუხად კი მივიღე, არ იყო ვალდებული გავეფრთხილებინე, რადგან დასაკავებლად იყო მოსული და არ აწარმოა ვიდეოგადაღება, რადგან არ ჩათვალა ეს აუცილებლად.

ამასთან, ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ არათუ უფლებები გამაცნეს, არამედ ჩემი დაჟინებული თხოვნა, რომ დამერეკა ადვოკატთან და მიეღო ჩხრეკაში მონაწილეობა, ყურადაც არ იღეს. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომით, ყოველი მეორე ადამიანის ციხეში ჩასმა შეუძლიათ, რასაც ის დიალოგიც ადასტურებს, რომელსაც ახლა გავიხსენებ:

ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, რომ თუ რამე მქონდა სახლში დამალული ან დამარხული, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, საკუთარი ხელით გადამეცა პოლიციელებისთვის და ტყუილად ნუ ვაწვალებდი. რაზეც ლოგიკური პასუხი გავეცი: მთლიანი ეზო და სახლი რომ გადაეტრიალებინათ, მსგავსს ვერც ნივთს და ვერც ნივთიერებას ვერ იპოვიდნენ. თუ, რა თქმა უნდა, შემთხვევით, პირადი ინიციატივით რამეს არ იპოვიდნენ. მათი პასუხი იყო ასეთი: ბევრს ნუ ვტლიკინებდი; თავადაც ხომ ვიცოდი, რომ ცხვირწინ მაგიდაზე დამიდებდნენ ნებისმიერ ნივთს და ნივთიერებას და მე ვერ დავამტკიცებდი, რომ ეს ნივთიერება ჩემი საკუთრება არ იყო.

ვიცოდი, მეც ვიცოდი და თქვენც იცით, ბატონო მოსამართლე, რომ ამის გაკეთება შეეძლოთ და სხვა ბრალდებულების შემთხვევაში, გააკეთეს კიდეც. მე, ალბათ, გამიმართლა, თუ შეგვიძლია ამას გამართლება დავარქვათ. ან შესაძლოა, ნაკლებად სახიფათოდ, ან ნაკლებად აქტიურ პროტესტის მონაწილედ აღმიქვეს.

დროშასაც მინდა შევეხო, დროშას, რომელიც სხვა არაფერთან ასოცირდება, გარდა სოლიდარობისა და სამშობლოს სიყვარულისა. თუმცა დავუშვათ, იმ პერიოდში აქციებთანაც ასოცირდებოდა. მაშინ მე სახლში მქონდა იმავე აქციიდან წამოღებული ცრემლსადენი იარაღის კაფსული, რომელიც, დაახლოებით, მუჭის სისქეა. ზიანს რაც შეეხება, მას შეუძლია უმძიმესი დაზიანება მიაყენოს ადამიანს და ამის ფაქტებიც, ვიდეომტკიცებულებებიც გვაქვს. თუმცა როცა კაფსული ვაჩვენე, მითხრეს, რომ ეგ არ გვაინტერესებსო, რაც გამიკვირდა, რადგან ეძებდნენ რაიმე იმის დამამტკიცებელს, რომ აქციაზე ყოფნა დაედასტურებინათ. თუმცა არ სურდა პოლიციას ამ ნივთმტკიცების ამოღება, იმიტომ, რომ ეს ნივთმტკიცება ადასტურებდა პოლიციის დანაშაულებრივ ქმედებას.

რაც შეეხება საქმეს: არანაირი მოწმე, არანაირი დაზარალებული, არანაირი ნივთმტკიცება ადასტურებს ბრალეულობას. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ მცნოთ დამნაშავედ იმაში, რაც არ ჩამიდენია და მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ უდანაშაულო ვარ.

Ბატონო მოსამართლევ, თქვენც მინდა მოგმართოთ ორი სიტყვით. მე მყავს მეგობრები, ახლობლები, რომლებსაც ბევრჯერ აქვთ მონაყოლი, თუ როგორ მეცადინეობდნენ სახლში სანთლის შუქზე, რათა შეექმნათ საკუთარი მომავალი. Მე არ ვიცი, რა იყო თქვენი ოცნება, როგორი მიზნები გქონდათ და როგორ წარმოგედგინათ თქვენი პროფესიის მწვერვალი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მანტია და თავმჯდომარის სკამი ციდან არ ჩამოვარდნილა და ვფიქრობ, თქვენი შრომით და  სწავლით დაიმსახურეთ. ვინ იცის, რამდენი დღე, თვე ან თუნდაც წელი მოაკელით პირად ცხოვრებას, რათა დღეს ყოფილიყავით იქ, სადაც ხართ. აღვნიშნავ იმას, რომ არ ვცდილობ თქვენი გულის მოგებას ან ემოციური კუთხით თქვენზე ზეგავლენის მოხდენას. უბრალოდ, არ მინდა, ჩემი სიმართლე დაიკარგოს, ხოლო თქვენი სამართლიანი ობიექტურობა ეჭვქვეშ დადგეს.

შეიძლება, მე დღეს უიმედოდ ვიყო განწყობილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების ოცნებებისა და მომავლის დანგრევა და მათი საპყრობილეში გაურკვეველი მიზეზით გამომწყვდევა. დღეს თქვენ ხართ არა მხოლოდ მოსამართლე, არამედ ბრალდების მხარეც, დაცვის მხარეც, მოწმეც, დაზარალებულიც, ბრალდებულიც და რაც მთავარია, სამართლიანობის ის პატარა ნაპერწკალი, რომელსაც შეუძლია, მოგიზგიზე ალად იქცეს, ან ჩაქრეს სამუდამოდ.

ორივე შემთხვევაში, მე მინდა გითხრათ, რომ არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი და არც თქვენი სახე. ხოლო მიზეზი იმისა, თუ რატომ, ეს მხოლოდ თქვენს ობიექტურობაზე და სამართლიანობაზე იქნება დამოკიდებული.

მადლობას გიხდით ყველას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„ლილისი“ – საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„ლილისი“ – საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:49 09-03-2025
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება- მოემზადე, ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტისათვის ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება- მოემზადე, ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტისათვის ახალი თიბისი ბარათით

12:34 09-03-2025
ერთგული საკრედიტო ბარათის აღება და დამტკიცება უკვე რამდენიმე წუთში, თიბისის მობაილბანკიდან არის შესაძლებელი
ახალი ამბები

ერთგული საკრედიტო ბარათის აღება და დამტკიცება უკვე რამდენიმე წუთში, თიბისის მობაილბანკიდან არის შესაძლებელი

12:40 09-02-2025
ახალი ამბები

სექტემბრის ხარჯებისთვის განიხილე ექსპრეს ლომბარდი

15:01 09-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved