• რეკლამა
  • კონტაქტი
20:16, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა –”საბავშვო ბაღი ხომ არ არის?!” – (ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
15:51 05-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208
თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა – უფლებადამცველებმა მოითხოვეს, მიხეილ სააკაშვილთან ცენტრ “ემპათიას” ექსპერტთა ჯგუფი შევიდეს, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდება და მკურნალობის შესაბამის პროტოკოლს შეადგენს. მოსამართლის თანხმობას დარბაზში ელოდებოდა “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა სხდომა თითქმის 1 საათის შემდეგ განახლდა. მოლოდინის მიუხედავად, ნინო ჩახნაშვილმა თქვა, რომ ახლა წერილით პენიტენციურ სამსახურს უნდა მიმართოს და მათი პოზიცია მოისმინოს, გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ მიიღებს.

“დამატებით გავგზავნით წერილს პენიტენციური სამსახურის პოზიციასთან დაკავშირებით, პასუხის შემდეგ სასამართლო იმსჯელებს 16 ან 17 მაისს”, – თქვა მოსამართლემ.

ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მას მიუთითა, რომ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად 48-საათიანი ვადა აქვს.

“48 საათი გაქვთ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. არ გაინტერესებთ კანონი? რა დამატებითი პოზიცია გაინტერესებთ? გაგზავნილი გვაქვს წერილი და უარია. რომელი მუხლით ხელმძღვანელობთ?”, – მიმართა უფლებადამცველმა.

მას მოსამართლემ ასე უპასუხა: “აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ უკვე განმარტა…”.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ჩახნაშვილმა ვერ შეძლო დასაბუთება, რა საჭირო იყო პენიტენციური სამსახურისთვის დამატებით მიმართვა მაშინ, როდესაც ციხის ადმინისტრაციის პოზიცია ისედაც ცალსახაა.

“ეს არის ტრაგიკომედია. ხელისუფლება არ ზრუნავს, რომ თუნდაც სახე შეუნარჩუნოს მის მორჩილ მოსამართლეებს სასამართლო სხდომათა დარბაზში და მხარეების დასაცინი არ გახადოს, როგორ მდგომარეობაშიც დღეს ნინო ჩახნაშვილი ჩააგდეს. ჯერ ჩვენს შუამდგომლობაზე პასუხისთვის გვითხრა, რომ 19 მაისს გაგრძელდებოდა პროცესი, ისე, რომ მიზეზსაც ვერ ვიგებდით და როგორ გაირკვა, შემდეგ ეს მიზეზი დაასახელა. საბოლოო ჯამში მივუთითეთ, რომ ეს დოკუმენტი, რაც თურმე უნდა წარმოგვედგინა 19 მაისს, სინამდვილეში წარდგენილი გვქონდა, შუამდგომლობის დანართი იყო. ამის შემდეგ 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, სათათბიროდ გავიდა და ვნახეთ 1 საათზე მეტხანს გაგრძელებული შესვენება, რომლის შემდეგ დაბრუნებულმა მოსამართლემ ისევ გაუგებარი მიზეზით თქვა, რომ 16 მაისს გაგრძელდება სხდომა, ისე, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება არ არის ჩამოყალიბებული, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, შესაბამისად ნინო ჩახნაშვილმა ისე გადადო სხდომა, რომ ვერც კი განმარტა მიზეზი”, – თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 16 მაისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

 

თეგები: მიხეილ სააკაშვილისასამართლო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved