გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იოსებ ბაბაევის საქმეზე, 4-5 ივნისს ჩატარებული ყველას საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო. მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, უკანონოა ბაბაევის პირადი და მანქანის ჩხრეკა, ასევე მანქანისა და ტანსაცმლის ამოღება – “ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნეს ცნობილი”, – აღნიშნა მოსამართლემ.
აქედან გამომდინარე, რუსული კანონის მოწინააღმდეგე გორელი ბიზნესმენი საპატიმრო დაწესებულებას უახლოეს მომავალში დატოვებს.
სასამართლომ მიიღო ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება და ჩხრეკა ცნო უკანონოდ. ეს ნიშნავს, რომ იოსებ ბაბაეივი მართალია და უნდა გამოუშვან. პროკურატურა, ალბათ, გაასაჩივრებს. დღესვე უნდა გამოუშვან, მაგრამ ოფიციალური ვადა დაკავების აქვთ 72 საათი, რომელიც ხვალ გადის”, – ამბობს ადვოკატი, კახა კალმახელიძე.
კომენტარები