• რეკლამა
  • კონტაქტი
14:46, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსამართლე ვასილ როინიშვილი და როინ შავაძის საქმე – რატომ ითხოვდნენ მის აცილებას?

ალია ავტორი - ალია
13:57 10-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

“ლელო ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა, კახი სამხარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხომაზე სამი მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა – ვასილ როინიშვილის, გოგა კიკილაშვილის და სერგო მეთოფიშვილის.

საჯარო წყაროების მიხედვით, ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როინიშვილი ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობაში მუშაობდა, მათ შორის 2006-2008 წლებში იყო აჭარის პროკურორი და 2008-2009 წლებში კი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე. 

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში ოცნებას ნახსენები აქვს, სერჟანტი როინ შავაძის მკვლელობის საქმე “ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფის” ნაწილში, მოსამართლე ვასილ როინიშვილი შავაძის მკვლელობის დროს აჭარის პროკურორი იყო, მოგვიანებით კი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ დაწინაურდა. 

გარდა ამისა, ბათუმელების ცნობით, როინიშვილი უშუალოდ იყო როინ შავაძის საქმის პროკურორი.

ვასილ როინიშვილის შემთხვევში, “ძლიერი საქართველოს” იურისტმა სერჟანტ როინ შავაძის საქმე გაიხსენა, სადაც  როინიშვილი პროკურორი იყო.

ჩვენ ვითხოვთ სამი მოსამართლის აცილებას. ჩვენ გვესმის მოცემულობა, რომ 7 წევრია დღეს სასამართლოში, მაგრამ უნდა იყოს -9 და ეს მოპასუხე მხარის პრობლემა არ არის, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ არის სრული შემადგენლობა. ჩვენ აცილებას ვუყენებთ ვასილ როინიშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელმაც უნდა განიხილეს ეს საქმე და ამ სარჩელში მითითებულია კონკრეტული საქმე, რომელშიც იგი მონაწილეობდა საერთო სასამართლოებში საქმის განხილვის დროს. ვგულისხმობ, სერჟანტ როინ შავაძის საქმეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ვასილი მონაწილეობდა, როგორც ზემდგომი პროკურორი, ამ საქმის განხილვაში, შესაბამისად, ეს აჩენს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვს, რაც სრულიად საკმარისია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომ ჩვენ დავინახოთ ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა “ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა. 

რაც შეეხება კიკილაშვილს და სერგო მეთოფიშვილს, “ძლიერი საქართველოს” იურისტმა თქვა, რომ მათი დანიშვნის სიჩქარიდან გამომდინარე, მოსამართლეების ობიექტურობა სერიოზულ ეჭვს ბადებს.

გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვაყენებთ ორი ახლად დანიშნული წევრის აცილების შუამდგომლობას, ეს არის გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი.

მეთოფიშვილი და კიკილაშვილი ვერ იქნებიან ობიექტურები. მათ ადგილას იყვნენ ორი სხვა მოსამართლე რომლებიც გამოირჩეოდნენ განსხვავებული აზრებით. სამ დღეში დანიშნეს ეს ორი მოსამართლე”, – თქვა “ლელოს” წარმომადგენელმა. 

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved