მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის პროცესზე მოქალაქე, გიზო ილურიძე, რეპლიკის გამო 400 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლემ მოქალაქეს განუმარტა, რომ “წესრიგის დარღვევისთვის და ბრალდების მხარის მიმართ გამოხატული უპატივცემულობისთვის” აჯარიმებს.
“სასამართლოს სხდომის დარბაზში იმყოფებით და თქვენ იმყოფებით აქ იმიტომ, რომ სხდომა არის ღია და საჯარო და დაიკმაყოფილოთ თქვენი ინტერესი, რა როგორ ხდება და ა.შ და არა ხელი შემიშალოთ, დაჯარიმებული ბრძანდებით 400 ლარით,” – განაცხადა რომეო ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, სასამართლოში გიორგი ახობაძის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.
კომენტარები