• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, პარასკევი, 1 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოსალოდნელად ვითარდება პროცესები რუსეთ-უკრაინის ომში” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
05:26 07-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,660

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

საინტერესოდ თუმცა მოსალოდნელად ვითარდება პროცესები რუსეთ-უკრაინის ომში:

– ტრამპმა რუსეთის დანაკარგის ახალი რიცხვი დაასახელა – მილიონი ადამიანი. ტრამპს დანამდვილებით უყვარს ხოლმე დიდი რიცხვების დასახელება, მაგრამ არც ისაა დასავიწყებელი, რომ აშშ-ს ყველა პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ყოველდღიურად იღებს უშიშროების მხრიდან მოკლე მიმოხილვას, რომელსაც President’s Daily Brief (PDB) ეწოდება. სავარაუდოა, რომ სწორედ მასზე დაყრდნობით საუბრობს ტრამპი ასეთ რიცხვზე. მილიონი ადამიანის დაკარგვა – მოკლული, ტყვე, დაშავებული, დეზერტირი – ძალიან დიდია და ნებისმიერ სახელმწიფოსათვის დემორალიზაციის გამომწვევია. იმ ფონზე რომ ეს ომი გამოფიტვაზეა გადასული და ჯერ კიდევ ომის მეორე კვირაში ითქვა, რომ სამხედრო ძალების მასირებული განადგურების გარეშე ომი არ დამთავრდებოდა, ამ რაოდენობის დანაკარგი უმნიშვნელო ვერც პოლიტიკურად ვერ იქნება.

ზოგადი დათქმა ისეთია, რომ უკრაინას სამჯერ ნაკლები აქვს დანაკარგი – სირსკიმ ამაზე ერთი წლის წინაც გააკეთა განცხადება. ისიც ნათელია რომ მიახლოებით თანაბარი ძალების სახელმწიფოთა შორის ომისას, თავდაცვაში მდგომ სახელმწიფოს, როგორც წესი, სამჯერ ნაკლები აქვს ხოლმე დანაკარგი.

– რუსები იმ სამხედროებს, რომლებიც უეჭველ სასიკვდილო დავალებაზე არ მიდიან – თავად კლავენ, სიკვდილამდე კი აწამებენ, ვიდეოებზე იღებენ და თავიანთ სამხედროებს აჩვენებენ. უკიდურესად დემორალიზებული რუსი სამხედროები ხშირად ტყვეობას ამჯობინებენ ხოლმე. თუმცა ტყვეობიდან გაცვლილ რუს სამხედროებს დაახლოებით ორი კვირა კითხვენ და შემდეგ ფრონტზე აბრუნებენ ხოლმე ხელახალი სასიკვდილო დავალების შესასრულებლად. აი ამ მანკიერი წრითა და ე.წ. ხორცსაკეპში შტურმით ცდილობს რუსეთი ფრონტის ხაზის გარღვევას.

– უკრაინელები მეთოდურ კონტრშეტევაზე არიან გადასული სუმის ოლქში. მიუხედავად აქტიური დაწოლისა, რუსებმა ვერც დაკავებული ტერიტორიის ფორტიფიცირება შეძლეს და ვერც შეტევის გაგრძელება. სამხედრო სფეროში არსებობს ტერმინი სიკვდილის ზონა (kill zone), რომელში შესვლისას მოწინააღმდეგის მაქსიმალურად დიდი ძალა უნდა განადგურდეს. ასეთი ზონები მეტწილად წინასწარაა ხოლმე მომზადებული ფორტიფიკაციებით, სანგრებითა და ჩასაფრებებით, ან სპონტანურად ვითარდება საბრძოლო მოქმედებებისას. სუმის ოლქში ასეთი, ოღონდ წინასწარ მოუმზადებელი ზონა აღმოჩნდა დასახლება იუნაკივკა და მისი შემოგარენია, რომლისათვისაც ბრძოლაში რუსეთმა ათასობით სამხედრო დაკარგა, ხოლო სოფლები ანდრიივკა და კინტრატივკა უკრაინელებმა ბრძოლით დაიბრუნეს. და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც იუნაკივკას ძალიან კარგად გამაგრებული არც კი ჰქონიათ უკრაინელებს – ტანკსაწინააღმდეგო “დრაკონის კმბილები” და თხრილები გამართული ლიმიტირებულად იყო მხოლოდ.

ყველაფერს ემატება ისიც, რომ რუსეთის მხრიდან უშუალოდ საბრძოლო მოქმედებები პოლიტიკური განწყობებით დგება. პუტინმა როდესაც სუმის ოლქზე აქტიურად დაიწყო საუბარი ეს უკვე იმის მანიშნებელი იყო, რომ ის ძალიან დიდ მსხვერპლს გაიღებდა შეტევის წარმოებისათვის. მსგავსი პოლიტიკური ნება ახლაც არსად გამქრალა, რის გამოც ფრონტის ამ ხაზზე აქტიური ბრძოლები გრძელდება.

– რუსულმა მხარემ მასირებული იერიში წამოიწყო ლუგანსკის ოლქიდან დონეცკის ოლქის მიმართულებით, ძალიან კარგად გამაგრებული ქალაქი სივერსკის სექტორზე. უკრაინელებმა რუსული არმიის მიმართულებით იმაზე სწრაფად მოახდინეს რეაგირება, ვიდრე რუსები ელოდნენ, რის გამოც შეტევის ადრეულ ეტაპზევე რუსეთმა დიდი დანაკარგები მიიღო. მიუხედავად ამისა რუსეთი აგრძელებს შეტევას. მათი მიზანი მდინარე ჩრდილოეთის დონეცის გაყოლებით ქალაქ სლავიანსკამდე მიღწევაა.

სივერსკის სექტორი ამ ომის განმავლოში არაერთხელ გააქტიურდა და არაერხელ გამხდარა დიდი მსხვერპლის მომტანი. 2022 წლის ივლისის შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ სევერდონეცკი და ლისიჩანსკი დაიკავა, სირკის თავდაცვითი ხაზი ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონედ იქცა უკრაინელებისათვის. რუსების ყველა მცდელობა გაერღვიათ უკრაინული პოზიციები დიდი დანაკარგებითა და უკუქცევით დასრულდა.

– რუსები თავიანთი ცოცხალი ძალის შევსებას ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გარდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ცდილობს, სადაც არაერთი პრორუსული სამხედრო რეჟიმია წარმოდგენილი. არის სხვაგვარი შემთხვევებიც: ვითომ დასავლეთს გამოქცეული, რუსული პროპაგანდით ტვინგამორეცხილი ტიპები რომ ეწერებიან რუსულ არმიაში და საბოლოოდ მალევე ხვდებიან ფრონტის ხაზზე და იქ აღმოაჩენენ ხოლმე რუსულ რეალობას. შემდეგ კი ან კვდებიან, ან ტყვედ ვარდებიან ან დეზერტირებად ხდებიან. ზოგადად, რუსეთის არმიაში დაბალმოტივირებული ცოცხალი ძალა ხვდება, რის გამოცაა, რომ რაოდენობირივი უპირატესობის მიუხედავად ცუდ შედეგს დებენ ისინი ფრონტის ხაზზე.

აი უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი ლეგიონერები კი სრულიად სხვა უნარებითა და მოტივაციით გამოირჩევიან. პოლონელებთან, ბელარუსებთან და ქართველებთან ერთად გამორჩეულად დიდი რაოდენობით კოლუმბიელები იმყოფებიან უკრაინაში. საუბარია დაახლოებით 2000 კარგად მომზადებულ სამხედროზე. მათი რაოდენობის ზრდის შემთხვევაში რუსეთის შეტევების ეფექტურობა კიდევ უფრო შემცირდება. კოლუმბიელ პარამილიტარულ ძალებს კოლუმბიის მთებსა და ტყეებში იმდენი აქვთ 1960-ნი წლებიდან ნაბრძოლი, რომ კოლუმბიის საბრძოლო ტრადიციები ხელწამოსაკრავი არ არის.

– ამ ომში განსაკუთრებით გაიზარდა დრონებისაგან განადგურებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის რაოდენობა. არტილერია კვლავ რჩება ომის მეფედ და მისგან ყველაზე დიდია დანაკარგი, მაგრამ დრონების მასირებული გამოყენება ტექნიკისა და ცოცხალი ძალის წინააღმდეგ იმ მასშტაბს მიაღწია, ზოგიერთ სექტორზე ტყვიებით მოკლულებს რამდენჯერმეც კი გადაასწრო. უკრაინელი დიდი არმიებიც კი რთულად გაუძლებენ მას. უკრაინის უპილოტო სისტემების ხელმძღვანელი რობერტ ბროვდი (მადიარი) აცხადებს, რომ დრონების გამოყენება იმ მასშტაბებით ხდება, რომ დიდი არმიებიც კი რთულად გაუძლებენ მასირებულ იერიშს და რომ სრულაიდ ახალი ტიპის ომში შედის მსოფლიო.

– ბელარუსულმა დრონმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ეს პირველი შემთხვევა არაა როდესაც რუსულ-ბელარუსულმა საჰაერო აპარატებმა, ფრთოსანმა რაკეტებმა ან ავიაციამ ნატოსა და ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაარღვია. აქამდე ასეთი შემთხვევები იყო რუმინეთშიც და პოლონეთშიც. ზოგადად, ასეთი რამ დაუგეგმავად არ ხდება ხოლმე. ეს სვლა მინიმუმ სამ საკითხს ემსახურება: 1. პერიოდულად იტესტება როგორი იქნება დასავლეთის პასუხი; 2. ხდება დასავლეთის ქვეყნების დაშინება; 3. ხდება დასავლურ ქვეყნებზე მუქარა.

– ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა რუსეთი აეროფლოტის წინააღმდეგ, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ფრენა გადაიდო ან ჩაიშალა. წინა დღეებში ფრენების ჩაშლის მიზეზი უკრაინელთა დრონების გამოჩენა იყო პეტერბურგის სიახლოვეს. ეს ყველაფერი კი სერიოზულ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ დემორალიზაციას იწვევს რუსეთში. ომი და სიკვდილი თუკი რუსეთში დიდად არ აინტერესებთ, საკუთარ თავზე განცდილი პრობლემა ნამდვილად აწუხებთ ხოლმე. ამასთან, როგორც არაერთხელ აღვნიშნე ეს ომი უკვე გადასულია გამოფიტვის ომში. უკრაინელების წინააღმდეგ რაც შეეძლო ყველა საშუალებას იყენებს რუსეთი, აი თავის თავში ზედმეტად დარწმუნებული რუსეთი კი პერიოდულ შოკებს განიცდის. ცნობილი ომის ფილოსოფოსები წერენ, რომ ომის ბედი ფრონტის ხაზზე კი არა ადამიანების ტვინში წყდება – როდესაც გიქრება ბრძოლოს გაგრძელების სურვილი, მარცხდები კიდეც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  სრულად განთავსდა
ახალი ამბები

“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სრულად განთავსდა

13:15 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved