• რეკლამა
  • კონტაქტი
13:49, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსახლეობის 0.4% ყოველდღიურად მდიდრდება და მილიონერი ხდება, ხოლო დანარჩენი 99.6% უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
14:23 10-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას კიდევ ერთხელ დასცინა საზოგადოებას. ვაშაძემ  მათ განცხადებებს უპასუხიმგებლო და ცინიკური უწოდა. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით „მატყუარების გუნდის“ მოღვაწეობა ხელისუფლებაში 31 დასრულდება და საზოგადოება რეალურ არჩევანს გააკეთებს.


„გუშინ, ჩვენ ვიხილეთ საზოგადოების პირდაპირი დაცინვა, როცა მილიონერების გუნდი გამოვიდა და გვითხრა, რომ  ხალხნო თქვენ ძალიან კარგად ცხოვრობთ, კრიმინალი ქვეყანაში არ არის და თუ სადმე სიღარიბე იგრძნობა, ესეც ჩვენი ბრალი არ არისო. თითქოს ხელისუფლებაში რვა წლის განმავლობაში ვიღაც სხვა იყო და არა ეს მილიონერების გუნდი. ეს არის კატასტროფული უპასუხისმგებლობა და ცინიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ პირადად ივანიშვილის და მისი ე.წ. თანაგუნდელების მხრიდან, თუმცა მისი მარიონეტებისგან არაფერია გასაკვირი.31 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ ან ეს მატყუარები დარჩებიან ხელისუფლებაში და კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავვარდებით ან ჩვენ დავიწყებთ წინსვლასა და აღმშენებლობას. არჩევანი ძალიან მარტივია, მილიონერების გუნდი, რომელიც გამილიონერდა ივანიშვილთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნის დროს ან საქმის  მკეთებელთა გუნდი, ეს არჩევანი უნდა გავაკეთოს აბსოლუტურად ყველამ, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ 31 ოქტომბერს.

ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ოფიციალურად განთავსებულია სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით გაუარესებულია. 40 000 სამუშაო ადგილი პანდემიამდე  დავკარგეთ, 220 000 სამუშაო ადგილი სულ ახლხანს, ეკონომიკა ჩაგვივარდა და ახლა იგივე კოლაფსშია მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემა. ყოველდღურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და სანაცვლოდ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. “დამსხვრეული ოცნებების” პარტიას არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. ქვეყანაში კრიმინალი გაორმაგდა, ხოლო გახსნის მაჩვენებელი განახევრდა – 40%-ზე მეტი მკვლელობის საქმე გაუხსნელია. ამერიკის სანქცირებული ქვეყნების სიაში აღმოვჩნდით.

8.2% უკიდურესად გაჭირვებული და მშიერი ადამიანია ქვეყანაში. რეგიონში ანტირეკორდი მოვხსენით და 3-ჯერ უფრო მეტი მშიერი ადამიანია საქართველოში, ვიდრე სომხეთში. ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად აღმოჩნდა, რომ სომხეთმა  ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის მაჩვენებლით გადაგვისწრო. ლარის კურსი 2-ჯერ გაუფასურდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს. უბრალოდ რამდენი არგუმენტი უნდა ჩამოვთავლოთ იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ქვეყნის რეალობას სრულიად მოწყვეტილნი და ერთადერთი მიზანი აქვთ, ბევრი ფული აკეთონ. ფულის მკეთებელთა გუნდი ვიხილეთ გუშინ ძვირადღირებული პრეზენტაციით და ადამიანებით, რომლებიც გვიმტიკიცებენ, რომ  ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ვინც ფიქრობთ, რომ ძალიან კარგად ცხოვრობთ, კარგი შემოსავალი გაქვთ და ის ყველაფერი სიმართლეა, რასაც  ისინი ამბობენ, კი ბატონო მიეცით მათ ხმა და დარჩენილმა უმრავლესობამ, ვფიქრობ, კონკრეტული განაჩენი უნდა გამოუტანოს ამ ხალხს. საქართველოს მოსახლეობის 0.4% ყოველდღიურად მდიდრდება და  მილიონერი ხდება, ხოლო დანარჩენი რაოდენობა -99.6%  უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:50 03-13-2026
თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved