• რეკლამა
  • კონტაქტი
04:59, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მორიგი ანტიპიარი წალენჯიხის მერიის წინააღმდეგ – “კარგია, რაც მეტ კითხვას დაგვისვამენ, მით მეტი საშუალება გვექნება პასუხის გაცემის”

ალია ავტორი - ალია
17:26 03-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
338

წალენჯიხაში, რამდენიმე კვირის წინ, ძლიერმა ქარმა 200–მდე სახლს გადახადა სახურავი. 18–19 მარტის მდგომარეობით, დაზარალებულებს დახმარების თანხა ჩაერიცხათ, თანხის საერთო ოდენობაა – 213 055 ლარი.

წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ვანო ბურდული:

200–მდე სახლის სახურავი დააზიანა ქარმა, ზოგი მთლიანად დაზიანდა, ზოგი – ნაწილობრივ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კომისიამ იმუშავა მაქსიმალურად სწრაფად, მოიძია ოჯახები, თითოეული მათგანის ზარალი შეაფასა მაქსიმალურად ზემიწევნით, რამდენი კვადრატული უნდა ყოფილიყო გადახურული, რა თანხა იყო საჭირო, შედგენილი იქნა ოქმები.

მიუხედავად იმისა, რომ ზარალის ოდენობა განსაზღვრული იყო და ფინანასთა სამინისტროსთან, წერილიც გადაგზავნილი გვქონდა, რამდენიმე დღით გახანგრძლივდა მოქალაქეებისათვის თანხის დარიცხვის პროცესი, რადგან დაგვჭირდა ალტერნატიული საბანკო ანგარიშების მოძიება, სამწუხაროდ, ბევრი იყო ისეთი ოჯახი, რომელსაც საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სურვილი არ ჰქონდა, ვინაიდან დავალიანება ჰქონდა ბანკში, სწორედ ცხოვრების ამ დუხჭირი პირობების გამო და ეს დახმარების თანხა ჩამოეჭრებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დარჩებოდა სახლის გადახურვის გარეშე. ეს რომ არ მომხდარიყო, კომისიამ კიდევ დამატებითი სამუშაოები აწარმოა, ალტერნატიული ანგარიშებით შეიცვალა დოკუმენტაცია და ორშაბათს, 18 მარტს,  დღის ბოლომდე, სრულად ჩაერიცხა ყველა მოსახლეს თანხა.

მართალია, ზოგ მუნიციპალიტეტში, რომლის მოსახლეობაც ასევე დააზარალა სტიქიამ, დახმარების თანხები ჯერ ისევ არ დარიცხულა, როგორც ვიცი, თუმცა, უკვე მივეჩვიეთ, რომ ხელისუფლებას და სახელისუფლებო მედიას, მხოლოდ წალენჯიხა ახსოვს და მხოლოდ წალენჯიხას აკვირდება გამადიდებელი შუშით და კარგია ეს, გულწრფელად, რაც მეტ კითხვას დაგვისვამენ, მით მეტი საშუალება გვექნება პასუხის გაცემის. 

მაგალითად, ამჯერადაც სცადეს წალენჯიხის მერიის ანტიპიარი, თითქოს, წალენჯიხის მერია, აი, არ მუშაობს და ამიტომ არ ურიცხავს მოსახლეობას დახმარების თანხას, პარასკევს გაკეთდა საბოლოო ოქმი და ორშაბათს უკვე ჩარიცხვები დასრულებული იყო. ამაზე უფრო სწრაფი გზა მხოლოდ ერთი იყო – დაგვერიცხა არსებულ ანგარიშებზე და რეალურად, ადამიანები დარჩენილიყვნენ ისევ დახმარების და კერძოდ კი სახლების გადასახური თანხების გარეშე, სახლების უსახურავოდ დარჩენა კი, მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს, ასევე, სახლების ნგრევასაც იწვევს დროთა განმავლობაში.

ჩვენ არ ვმუშაობ, მხოლოდ იმისათვის, რომ დოკუმენტს ბეჭედი დავარტყათ და მოვნიშნოთ და გაკეთებულად ჩაგვეთვალოს, ვმუშაობთ – შედეგისთვის,

სახელისუფლებო მედიებს, როგორც კი პასუხი მოისმინეს, რომ დახმარების დარიცხვა შეფერხდა იმიტომ, რომ ალტერნატიული ანგარიშების მოძიება ხდებოდა, და ალტერნატიული ანგარიშების მოძიება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ქვეყანაში სიდუხჭირეა და სიღატაკე, კითხვა აღარ გასჩენიათ, როგორც ჩანს, ეს არ იყო ის პასუხი, რისი მოსმენაც სურდათ. არც ახლა მოუკითხავთ, როცა მოსახლეობას დაერიცხა დახმარება. 

 

რა მიზეზით დაყოვნდა რეალურად სტიქიით დაზარალებულთათვის თანხის დარიცხვა? – კომპენსირების პროცესი მომავალ კვირას დასრულდება

თეგები: ვანო ბურდული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved