• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მორგთან ველოდებოდი მამას გაყინულ სხეულს და ვბღაოდი, როცა ისევ დამირეკეს და მითხრეს რომ დედაც გარდამეცვალა…” – მარიამ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
13:37 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

მარიამ მეტრეველი:

„გულწრფელი ვიქნები, რომ სულ მიკვირდა დიდი ტრაგედიის დროს სოციალურ სივრცეში წერის დროს როგორ პოულობენ-მეთქი… მაგრამ ეიფორიის შემდეგ პირველი რაც გამახსენდა, იყო რომ ჩემი უბედურება გამეზიარებინა, მხოლოდნუგეშისთვის.

ჩემ 27-ე დაბადების დღეზე დაიწყო ჩემი უდიდესი ტრაგედია, 5 დღე იყო მდორე, შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი.

პირველი იყო მამა, უმწეო, საოცრად ტკივილიანი დღეები, უჟანგბადობისგან გალურჯებული ტუჩები და შემდეგ სასწრაფოს ხმაური… მეორე დღეს ვითხოვე შველა, დედასაც მინდოდა დავხმარებოდი, იმ იმედით რომ ის ამერიდებინა მამას მდგომარეობას, ჩვენ ბოლომდე არავინ ვიცით რა ვერაგია კოვიდი და აქედან გამომდინარე, მეგონა ორივეს ვუშველიდი.

შემდეგ დაიწყო თეთრი ღამეები, უკიდურესი ნერვიულობა, ენით აღუწერელი, საზარელი წვალება, ოთხ კედელში გამოკეტილი, მეც კოვიდიანი ვიბრძოდი შორიდან და თურმე ვერც ვაცნობიერებდი როგორ ნელ-ნელა უჭირდათ ორივეს სუნთქვა… არცერთი არ მანერვიულებდა, ჩემ ხმას რომ იგებდნენ მატყუებდნენ რომ კარგად იყვნენ, მაგრამ შიში მკლავდა.

ოთხშაბათი რომ გათენდა, დედამ დამირეკა, შველას მთხოვდა, ისე იყო დაუძლურებული, რომ დედის ამ მდგომარეობამ მიწა გამომაცალა, ველაპარაკე, ვევედრე, მივდიოდი, მივდიოდი და ვწერდი, არ ვფიქრობდი, ვევედრებოდი რომ არ მივეტოვებინე, ვევედრებოდი, ამასობაში მამას ტელეფონიც გაითიშა.

მიმღებში ვითხოვდი შველას, დედ-მამის ნახვას, მაგრამ არ შემიშვეს, ერთი კეთილშობილი გოგო მომიჩინეს, რომელიც იყო ჩემი ინფორმატორი, მერიდებოდა, მაგრამ სულ ვურეკავდი, ავიკელი… ოთხშაბათ საღამოს, მომწერა… მამათქვენი სტაბილურად არის, მაგრამ დედათქვენი ისევ სიპაპზეა და ჯერ აპარატზე არ გადაუყვანიათო… დამპირდა, ხვალ გაჩვენებთ მშობლებსო, ალბათ შევეცოდე, უთხრეს რომ უიმედო მდგომარეობა იყო. იმ ტექსტში იმედი არ იკითხებოდა.. მივხვდი რომ დავიკარგე, მაგრამ გაუჩერებლად ვლოცულობდი, გაუჩერებლად, გაუჩერებლად!

ხუთშაბათი რომ გათენდა, დაგვირეკეს, მამათქვენი დამძიმდაო, უკვე მივდიოდი, რომ მივედი მითხრეს რომ გარდაიცვალა… მაშინ გავუგე ყველას ტკივილს, ვისაც მამა აღარ ჰყავს, გამომათრიეს და მორგთან ველოდებოდი მამას გაყინულ სხეულს და ვბღაოდი, როცა ალბათ, 20 წუთში ისევ დამირეკეს, ისევ დამირეკეს და მითხრეს რომ დედაც გარდამეცვალა…

მაგ წუთს, მივხვდი რას ნიშნავს რომ კვდები, მაგრამ სხეულს ამოძრავებ, ჩემი ყმუილი გავაგონე ყველას…

ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი გამომეცალა, 9 სექტემბრის მაგ საზარელ დილას 30 წუთში დავობლდი… შემდეგ არ მახსოვს არაფერი, მაგრამ ჩემი გასაჭირი დაუვიწყარია.

თქვენ მსჯელობთ, აიცრათ თუ არა, ბჭობთ გაურკვეველ სისულელეებზე.

შემომხედეთ! შემომხედეთ! ჩემმა ლოდინმა სამუდამოდ გამაუბედურა… ვერასდროს ვიპოვი შვებას, დავბერდი, დავბერდი.. ცოცხალ-მკვდარი დღეს ყველას თვალებში ვეძებდი შველას. ალბათ არასდროს გინატრიათ სიკვდილი, ისე რომ აცნობიერებდით თქვენს ნატვრას, მე გავაცნობიერე.

ვერაფრით გადმოგცემთ ჩემს მადლიერებას, ვინც ასე დამიდექით გვერდით, ყველაზე მეტად მორალური თანადგომა მჭირდებოდა, სხვა არაფერი მინდოდა და მინდა. ამ ტრაგედიამ ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დამანახვა, თუ შევძლებ და ისევ ვიპოვი იმედს, რომელიც პირველად დავკარგე, მერე გეტყვით რომ ისევ ცოცხალი ვარ“

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved