სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“მორეცხავს კალაძე, გამოცვივდებიან ესენი და აკურთხებენ!
ისევ მორეცხავს კალაძე, გახედავ და ნაკურთხი შლანგებით მორბიან…
გაშრობა მაინც აცადეთ ასფალტს თქვე ფარჩაკებო!
არადა ოჯახი თანასწორი ხალხის ერთობაა მხოლოდ!
ერთობა, სადაც მღვდლები არ ისვრიან, ერთმანეთს ციანიდით არ დასდევენ და ბოლო მოდელის ავტომობილით არ დაქრიან!”
შეგახსენებთ, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისის ქუჩები სამღვდელობამ აკურთხა.


კომენტარები