• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოქმედი მთავრობის მიერ მიტოვებული და ბედისანაბარა დარჩენილი 118 000 შშმ პირი – გიორგი ვაშაძე მძიმე სტატისტიკას აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
18:07 09-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების პრობლემებზე საუბრობს. არსებულ მძიმე სტატისტიკას დამსხვრეული ოცნებების მთავრობის უმოქმედობას უკავშირებს  და მათი მხრიდან უყურადღებოზეც მიანიშნებს.

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ოჯახები ხშირ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან მიტოვებულები  და ბედის  ანაბარა დარჩენილები არიან. ფაქტობრივად სახელმწიფო არ ზრუნავს კომპლექსურად არსებულ პროვლემებზე.

საქართველოში ორიფიციალური სტატისტიკით განსაკუთრებული საჭიროების მქონე 118 000 ადამიანია. ფაქტობრივად, ეს არის 118 000 ოჯახი. შესაძლოა, რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია, მაგრამ არსებული სტატიტიკაც შემაშფოთებელია, ეს არის დაახლოებით მოსახლეობის 3% და საკმაოდ, დიდი პრობლების წინაშე დგანან. პრობლმები აქვთ, როგორც საპენსიო უზრუნველყოფის, ასევე შესაბამისი გარემოს შექმნის კუთხით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის,“ – აღნიშნავს ვაშაძე. 

მისივე თქმით,  „სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდი სისტემურად მონიტორინგს უწევს აღნიშნულ საკითხს და მიაჩნია, რომ მოვიდა დრო მთავრობამ კომპლექსური სტრატეგია შეიმუშაოს.

„220 თუ უფრო დაბალი პენსიიდან 16%-იან სესხს არ უნდა  იხდიდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი. ამ პრობლემაზე არაერთხელ გვისაუბრია. „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზივი, რომლითაც ფაქტობრივად, ზარალდება აბსოლუტურად  ყველა. ის, რომ პენსია მოსამატებელია, განსაკუთრებით ე.წ. მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის ინვალიდობის შემთხვევაში, ამაზეც ხშირად მივანიშნებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ  პრობლემას – ეს არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, მათი ოჯახების პრობლემა, რომელზეც დამსხვრეული ოცნებების მთავრობა საერთოდ არ ფიქრობს, არ აწუხებს და მათი მხრიდან მიტოვებულები არიან. ისევ და ისევ საბჭოთა მიდგომა – თითქოს ეს პრობლემა რეალურად არარსებობს, თვალის დახუჭვა მათ გასაჭირზე და ეს ადამიანები წლები ცხოვრობენ ამ პრობლემებთან ერთად, ეს სამწუხაროა. არასერიოზული მიდგომა მოქმედი მთავრობის მხრიდან. თურმე სამ წლამდე არ შეიძლება საერთოდ სტატუსის მინიჭება- ეს არის კატასტროფა. ძალიან ბევრი პრობლემ აქ, რომელიც არ შეიცვლება, მაგრამ ამ ადამიანებს აწვალებენ,“ – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და სპეციფიური დაავადებების მქონე ადამიანების პრობლემებზეც საუბრობს და მათთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმის ამუშავების აუცილებლობაზე მიანიშნებს. 

„აუცილებელია, გავერკვეთ, თუ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. უამრავი პრობლემაა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პრობლემებთან ერთად ოჯახები ფაქტობრივად  ვერ უმკლავდებიან დაავადებას და წლები უწვეთ ტანჯვით ცხოვრება. ჩვენი გუნდი ამ საკითხებზე მუშაობდა, მუშაობს და აუცილებლად ვაპირებთ, რომ გადავჭრათ ეს საკითხები. პირველ რიგში, ეს არის, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ეს ბიუროკრატიული  ბარიერები და პროცედურები დაუყოვნებლივ მოიხსნას, მეორე, დეკემბერში პირობას ვდებთ, რომ აუცილებლად ყველა სესხზე ეს უსაზღვროდ მაღალი პროცენტები ჩამოიწერება, მესამე-ოჯახს აუცილებლად  უნდა ჰქონდეს კომპლექსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხიდან, აქ არ არის საუბარი მხოლოდ პენსიაზე, აქ საუბარია ჯანმრთელობის პრობლემების 100%-იანი სადაზღვეო პაკეტის შემუშავებაზე, რომელიც ყველანაირად დაეხმარება ოჯახებს. ასევე რაც მთავარია დასაქმების მიმართულებით მუშაობა. როცა იუსტიციის სახლში ვმუშაობდით მაშინ გაკეთდა ძალიან კარგი პროგრამა, რომლითაც შშმ პირებს შეეძლოთ სახლიდან მუშაობა. აღნიშნულმა პროექტმა საკმაოდ, კარგად იმუშავა და ვფიქრობ მსგავსი პროექტები ამოვქოქოთ და ავამუშაოთ. მთავარია, განსაკუთრებული საჭიროება – ეს არ უნდა ითვლებოდეს საზოგადოებაში პრობლემად. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე პროგრამას ამზადებს აღნიშნული პრობლემების დასარეგულირებლად“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved