ყოფილი პარლამენტარი მეგი გოცირიძე;
სამი დღის წინ ძმაკაცის შვილი მირეკავს და 250 ლარი მჭირდება სასწრაფოდ , თუ გაქვს ჩამირიცხეო და რაში გჭირდებამეთქი, ხომ არ ითამაშეთქო და არა, დედას გეფიცები მოყინულ ტროტუარზე ავსრიალდი, თავი დავარტყი, ფეხი მაქვს მგონი მოტეხილი, ვერ ავდექი და სასწრაფო გამოვიძახე, პატრულიც მოვიდა და 250 ლარიანი ჯარიმა დამიწერა , თვითმკვლელობის მცდელობა თუ რაღაცაო , მე სიცილი ამიტყდა, რა თქმა უნდა არ დავუჯერე და გავატარე, მეგონა მეხუმრებოდა და ამ დილას ვალი რომ ჩამირიცხა , დედამისს დავურეკე და თურმე მართალი ყოფილა ხალხო , წარმოუდგენელ სიგიჟეში ვცხოვრობთ, ვკითხულობ ამას, ვწერ, ვიაზრებ თან ისტერიულად ვხარხარებ, თან ბოღმისგან ვიხრჩობი….














კომენტარები