• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოქალაქეობის მინიჭების უამრავი თხოვნით მიმართა ასევე წინა პრეზიდენტს, მაგრამ უარი მიიღო – რატომ?” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
17:48 04-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,200

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

პროპაგანდა არ არის მხოლოდ სახელისუფლებო.
პროპაგანდა ოპოზიციურიც არსებობს.
პროპაგანდა ინსტრუმენტია, ტექნოლოგიაა.
ბინძური და გულისამრევი. ვისიც არ უნდა იყოს და რა მიზანსაც არ უნდა ისახავდეს.
პროპაგანდა არ არის მხოლოდ ის, რასაც გეუბნებიან.
ხშირად პროპაგანდა ისიცაა, რასაც არ(!) გეუბნებიან.
პროპაგანდა არ არის მხოლოდ ის, რასაც გიჩვენებენ.
ხშირად პროპაგანდა ისიცაა, რასაც და როდესაც არ (!) გიჩვენებენ.
აი კლასიკური მაგალითი:
სასამართლომ გადაწყვიტა ქვეყნიდან გააძევოს „მედროშედ“ წოდებული თემურ ქათამაძე.
ეს გადაწყვეტილება სასამართლომ იმ გარემოებაზე დაყრდნობით მიიღო, რომ თემურ ქათამაძე (ალბათ ძალიან ღირსეული ადამიანი და კარგი ქართველია. ვინც იცნობს და იცის, უკლებლივ ყველა ასე ახასიათებს-დ.) არ არის საქართველოს მოქალაქე.
მოქალაქე რომ ყოფილიყო, თემურ ქათამაძეს სასამართლო ვერ დაადეპორტებდა.
ხოლო მოქალაქე არ არის იმიტომ, რომ „მუდრეგმა“, „ოხერმა“, „რუსულმა“ „ჩელიაბინსკმა“ „ოცნების“ ხელისუფლებამ და მისმა პრეზიდენტმა, – ასევე „მუდრეგმა“, „ოხერმა“ „რუსმა“ ყაველაშვილმა მას მოქალაქეობა არ მიანიჭა მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა.
გასაგებია ხომ?
კი ჯოგისთვის ყველაფერი გასაგებია;
მაგრამ……მაგრამ…..
რა ვქნა, მიჩნდება კითხვა:
ამ ღირსეულმა ქართველმა და ღირსეულმა ადამიანმა მოქალაქეობის მინიჭების უამრავი თხოვნით მიმართა ასევე წინა პრეზიდენტს, მაგრამ უარი მიიღო.
რატომ? ამ კითხვას არ სვამენ, იმ პრეზიდენტს („ახლაც მე ვარ პრეზიდენტიო“, რომ გაიძახის) ამას არ ეკითხებიან და ამ ფაქტის შესახებაც კი არ გეუბნებიან ისინი, ვისაც როცა სჭირდებათ არაფერი გამოეპარებათ, როცა სჭირდებათ ნებისმიერს ჩაუსაფრდებიან – პირში მიკროფონს ჩათხრიან და როცა სჭირდებათ ყველა კითხვას სვამენ ღიად, ეთერში, ხმაურიანად, სკანდალურად და აჟიტირებლად.
აპოკალიფსურად ანთებული თვალებით.
ისევ და ისევ, ამის შესახებ არ გვეუბნებიან, ამ კითხვას არ სვამენ, რაკი….. „ჯოგი ხარ“ და არ არის აუცილებელი ზედმეტი საზრისებით „გაგართულონ“.
ჰო: „ახლა ამის დრო არ არის“.
ჯოგი ხომ მარტივია და პრიმიტიული.
რასაც „დაუდებენ“, უფრო ზუსტად „დაუყრიან წინ“, ის უნდა მიირთვას.
როგორც როდესაც და რასაც „განუსაზღვრავენ“
თორემ თუ „არაშავთეთრი“ საზრისებით „დაეხმარებიან“, აზროვნების უნარს აღუძრავენ, მერე…..მერე….. შესაძლოა რაღაც კითხვები თავადაც გაუჩნდეს და კიდევ უარესი – სხვა კითხვებიც გაუჩნდეს.
„ახლა ამის დრო რომ არ არის“ – ისეთი.
აბა რა საჭიროა ასე გაურთულონ მარტივი და გასაგები რეალობა? ის ხომ ჯოგია!
ამდენად, რაკი უსაზრისო ჯოგად მიაჩნიხარ, რაც საჭიროა (ამას თავად წყვეტენ) მხოლოდ იმას გეუბნებიან…… რა კითხვებიც „სჭირდება“ ჯოგს (ამასაც თავად წყვეტენ), მხოლოდ იმ კითხვებს სვამენ.
დიახ, ისინი წყვეტენ და არა შენ თავად.
რაკი იციან, თვითონ, დამოუკიდებლად ამდენს ვერ „მოტვინავ“
ჰოდა მე, პირადად, სულაც არა ვარ სხვებზე ჭკვიანი;
მილიონობით კი არა და….. შესაძლოა მილიარდობით ჩემზე ჭკვიანი ადამიანია დედამიწაზე.
მაგრამ….მაგრამ…….მე არა ვარ ჯოგი!!
ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანის უპირატესობა მხოლოდ და მხოლოდ ესაა.
მეტი არც არაფერი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved