• რეკლამა
  • კონტაქტი
05:51, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სემეკის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკურ ინსპექტირებას დადებითად აფასებს

ალია ავტორი - ალია
13:53 09-12-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
405

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილება – ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირების შესახებ დადებითად შეაფასა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო, რაც გულისხმობს სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება. ნინო გულეიშვილის თქმით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა მომხმარებელთა მომართვების საფუძველზე ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ მოკვლევა ჩაატარა.

„ბოლო პერიოდში ენერგოომბუდსმენის სამსახურში მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მომართვიანობა გაიზარდა. კერძოდ, მოქალაქეები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოტანილ განცხადებებში აღნიშნავენ, რომ გაზრდილია ელექტროენერგიის არაგეგმიური წყვეტები, ადგილი აქვს ელექტროენერგიის ძაბვის ცვალებადობას, ძაბვის ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტებს და სხვა. საკითხის მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა ქსელების გაუმართაობისა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის პრობლემა. სემეკის გადაწყვეტილება გამანაწილებელი ქსელების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დააჩქარებს არსებული პრობლემების მოგვარებას. გვაქვს მოლოდინი, რომ სემეკის ჩართულობით მოკლე დროში მოხდება მიწოდების ხარისხისა და საიმედოობის გაუმჯობესება”, – აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიმართავს მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მხრიდან მომსახურების კომერციული ხარისხის დარღვევის შემთხვევაში მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს თბილისში მისამართზე: ა. მიცკევიჩის ქ. 27ბ, ან დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: (032) 242 01 90.

ასევე, მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაუკავშირდნენ რეგიონებში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობებს. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ვებ-გვერდზე: www.pdci.org

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved