• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომხდარს განიცდის და სტრესულ მდგომარეობაშია – რას ამბობს ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
18:09 12-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

ორსული ქალის, ქეთა კეპულაძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ქმარი – გოგა გზირიშვილი მომხდარს განიცდის და სტრესულ მდგომარეობაშია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” დაკავებულის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ განუცხადა.

ის გზირიშვილს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში რამდენიმე საათის წინ შეხვდა.

როგორც ჯანჯღავა განმარტავს, დაკავებულს მძიმე სტრესული მდგომარეობა აქვს, რის გამოც მასთან მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია.

ადვოკატის თქმით, ორსული ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი მოითხოვს, ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვოს და მის მიმართ გირაო არ იქნას გამოყენებული.

ჯანჯღავას განმარტებით, სამართალდამცავებს თავად გზირიშვილმა დაურეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა.

„როცა პოლიციელები მოვიდნენ, შეცდომით მეზობელთან შედიოდნენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაუძახა მათ და უთხრა, აქ მობრძანდით, მე ვარ, ვინც დაგირეკათო”, – აცხადებს ადვოკატი.

გოგა გზირიშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს გააცნობენ, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცმა – გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული ცოლი – ქეთა კეპულაძე მოკლა. გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

წყარო:  „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved