• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
04:54 03-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,377

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

როგორც ვიცით, ბ–ნ ბიძინას გამოარჩევს სტრატეგიული სიბრძნე, რომლის წყალობით ამ არეულ მსოფლიოში ჩვენ მშვიდად გვძინავს მის უბეში.

სწორედ ამ სიბრძნის გამოხატულება იყო საქართველოს მთავრობის განცხადება ახლო აღმოსავლეთის ომთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ შევა მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში, როგორც უნიკალური ჟანრის ნიმუში – „უნივერსალური სამძიმარი“.

ერთ აბზაცში – სამძიმარი ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მათ შორის უმაღლესი ლიდერის დაღუპვის გამო.

მეორეში – სამძიმარი ისრაელსა და ებრაელ ხალხს.

შემდეგ – სოლიდარობა სპარსეთის ყურის ქვეყნებს.

დიახ, ბ–ნი ბიძინა ნამდვილად იპყრობს დიპლომატიის მწვერვალებს. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ საგარეო პოლიტიკა. ეს არის „საერთაშორისო თანაგრძნობის უნივერსალური პაკეტი“ – ყველა მხარისთვის, ყოველგვარი გართულების გარეშე, ყოვლისმომცველი ჰუმანიტარული სულისკვეთებით.

თუმცა, მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ. ცოტა გულნაკლული დავრჩი. სრული სიმეტრიისთვის ტექსტში შეიძლებოდა დამატებულიყო:

სამძიმარი საერთაშორისო ავიახაზებს – გადადებული რეისების გამო.

სამძიმარი ნავთობის ბირჟებს – ფასების მერყეობის გამო, და ნავთობის ტანკერებს – გაჭიანურებული მოლოდინის გამო.

სამძიმარი საფონდო ბირჟებს – ემოციური რყევების გამო.

სამძიმარი განგაშის სირენებს – გადატვირთული სამუშაო გრაფიკისთვის.

სამძიმარი ახლო აღმოსავლეთის აეროპორტების ტაბლოებს – უფუნქციოდ დარჩენის გამო.

სამძიმარი გეოპოლიტიკურ ანალიტიკოსებს – დიდი რაოდენობით ყავლგასული პროგნოზების გამო.

სამძიმარი თვითონ ომს , რომ საერთოდ მოხდა და ასე უხერხულად აიძულა ყველას რაღაც ეთქვა.

თუმცა, ამაზეც არ ღირს შეჩერება. რატომაც არა, სამძიმარი:

ნიუ–იორკის თოვლის მანქანებს – დიდთოვლობისას მიღებული დატვირთვის გამო.

სამძიმარი იმ პატარა მაიმუნს, რომელიც დედამ მიატოვა და იძულებული გახდა სათამაშოს ჩახუტებოდა.

სამძიმარი ხმელთაშუა ზღვის დელფინებს, სტამბოლის კატებს, ანტარქტიდის პინგვინებს – ყველას თავისი პრობლემა აქვს.

სამძიმარი საერთოდ ყველას, ვისაც რამე დაემართა.
და სოლიდარობა ყველას, ვისაც შეიძლება დაემართოს.

სამომავლოდ კი კარგი იქნებოდა გლობალური შაბლონის შემუშავება, რომლითაც საქართველო ყველაფერს გამოეხმაურება. მაგალითად:

„საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ყველაფერს, რაც ხდება ყველგან – დედამიწის ნებისმიერ წერტილში და მის გარშემო ორბიტაზეც.“

მოკლედ, სულ ტყუილად გვეგონა, რომ ბ–ნ ბიძინას არ აქვს გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკა.

სინამდვილეში მას აქვს უნივერსალური სამძიმრის და ყოვლისმომცველი ჰუმანიტარული თანაგრძნობის საგარეო პოლიტიკა.

ნუთუ ასე ძნელია ამის დანახვა, თქვე უმადურებო?!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved