• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.”-ეს რომ უცებ მომხდარიყო, შეიძლება, გავგიჟებულიყავი“ – მომღერლის დედა მძიმე წლებს იხსენებს

ალია ავტორი - ალია
13:44 03-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
324

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.  ის 12 წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

მომღერლის დედის, მანანა გვასალია ჟურნალ „თბილისებელთან“ ჯაბას სიცოცხლის ბოლო წლებს იხსენებს.

„ჯაბა რომ ამ მდგომარეობაში იყო, მე ჩემი ტკივილები საერთოდ მავიწყდებოდა და მას ბოლო წუთებამდე ყველაფერს ისე ვუკეთებდი, როგორც თავიდან. უფლის დახმარებით გავაძლებინე 12 წელი. მეცამეტე წელს გარდაიცვალა. ჯაბას მეოთხე კლასიდან ჰქონდა მოციმციმე არითმია. არ იყო ხოლმე კარგად. მისთვის ზედმეტი ემოციები არ შეიძლებოდა. სიხარული იქნებოდა თუ მწუხარება, ზედმეტი ორივე აზარალებდა. ოპერაციის გაკეთება არ უნდოდა, თორემ შეიძლებოდა, ყველაფერი ასე ცუდად არ დამთავრებულიყო. თუმცა, ეს ყოფილა მისი ბედისწერა.

ამ პრობლემების მიუხედავად, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ეზოში რომ შემოვიდოდა და დამიძახებდა, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი. სანამ ის არ მოვიდოდა, მე და ბებიამისი არ ვიძინებდით. ძალიან მიხაროდა მისი წარმატება. რა დღეები გვქონდა და ახლა?! 12 წელი სტაბილურად იყო. მცირე გართულებები ჰქონდა ხოლმე, მაგრამ მალე გამოდიოდა მდგომარეობიდან. ბოლო ერთი კვირა ძალიან ცუდად გახდა. სიცხეები ვერ დავუწიე. სულ აპარატზე იყო დამოკიდებული, რომელიც დილიდან საღამომდე ხელში მეჭირა. ისე ცუდად იყო, მთელი დღეების განმავლობაში აპარატს ხელს ვერ ვუშვებდი.

ძალიან ცუდად გავხდი, ფეხები დამისივდა და დგომა ვეღარ შევძელი. ვიფიქრე, ათი წუთი დავჯდები–მეთქი და ჩამძინებია. რომ გამეღვიძა, საათს შევხედე და 15 წუთი იყო გასული. რომ მივედი, უკვე აღარ იყო, თვალები და პირი ღია ჰქონდა დარჩენილი. არ დავიბენი, სასწრაფო გამოვიძახე და რაც შემეძლო, მეც ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ მის მდგომარეობას რომ შევხედე, ყველაფერი გასაგები იყო. ჯაბამ ის 12 წელი ისე მიმაჩვია მის ავადმყოფობას, ვერც მივხვდი რა ხდებოდა, მეგონა, ისევ ცუდად იყო. ბევრჯერ ახლაც ოთახში იმ განცდით შევდივარ, რომ იქ ჯაბაა, მისთვის საჭმლის მოსამზადებლად გავდივარ ხოლმე. მისი წასვლა კიდევ იმიტომ გადავიტანე, რომ ჯაბამ მიმაჩვია ამ მდგომარეობას 12 წლის განმავლობაში. ეს რომ უცებ მომხდარიყო, შეიძლება, გავგიჟებულიყავი“ – იხსენებს მძიმე წლებს მომღერლის დედა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

15:49 07-16-2025
თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს
ახალი ამბები

თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს

14:04 07-16-2025
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია

13:39 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved