• რეკლამა
  • კონტაქტი
19:33, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მომეწიეთ უკან…”, “გაიხარეთ! გათხოვებას გადავურჩი!” აბიტურიენტების რეაქციები

ალია ავტორი - ალია
16:40 08-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება დასრულდა. გამოცდები, სამი კვირის განმავლობაში, ყოელდღიურად ტარდებოდა. აგვისტოს პირველი რიცხვებიდან კი, ეტაპობრივად, ქულების გამოქვეყნება დაიწყო. ამ ეტაპს, აბიტურიენტები, ყველაზე მეტად ელოდნენ. გამოცდების დასრულების შემდეგ მათ, ფაქტობრივად, შტურმით აიღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფეისბუქის გვერდი, რომელზეც ჩასაფრებულები ელოდნენ ქულების გამოქვეყნების თარიღის შესახებ რაიმე სიახლის, თუნდაც მცირედი დეტალის გაგებას.

შესაბამისად, ქულების დადების შესახებ ანონსის, ან ნებისმიერი სხვა პოსტის ქვეშ ისინი ათასობით კომენტარს ტოვებდნენ და ზოგიერთი მათგანი, არცთუ უსაფუძვლოდ, უამრავი ადამიანის ყურადღების ცენტრში ექცეოდა.

ამავდროულად, აბიტურიენტები აქტიურობდნენ სოციალურ ქსელებში არსებულ ჯგუფებშიც, სადაც ისინი თავიანთი მოლოდინის შესახებ სახალისო ფოტოებს, ე.წ. „მიმებს“, ვიდეოებსა და კოლაჟებს ქმნიდნენ და აქვეყნებდნენ.

ზოგიერთ განსაკუთრებულად სახალისო კომენტარს გთავაზობთ:

აბიტურიენტების კომენტარები naec-ის გვერდზე ქულების გამოქვეყნებამდე:

„შობეთ, დარეჯან!“

„რა დავწერე ამისთანა, ქულები რომ არ მაღირსეთ?“

„ტყუილად ლოდინის კიდევ ერთი დღე მიიწურა“.

„ისე ნუ იზამთ რომ ქართული, ისტორია, ინგლისური ერთად დადოთ, თორემ საქართველოში სიკვდილიანობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ისედაც ერთი კინკილა ქვეყანა ვართ“.

„დედაჩემმა მითხრა წელსაც თუ ჩაიჭრები კლავიატურაზე გარტყმევინებ თავსო, მაგრამ ვიცი რომ ვუყვარვარ და ამას არ იზამსაჰსბგდგქყდგყქდწდჰქყდგქდყქდგჯკადგაიდგქყდიგქდიქ“.

„უეჭველი ჩემმა დიდმა წინაპრებმა შესცოდეს თქვენს დიდ წინაპრებს და ეხლა ვისჯები მე“.

„ხვალ, ალბათ, მუსიკა და ჭოკით ხტომა დაიდება“.

„აუ, ამათ ისეთი პირი უჩანთ, ქართულსაც, ისტორიასაც და ინგლისურსაც ერთად მიაყრიან და სახლში ბლაგვი საგნები გადამალეთ სანამ დროა”.

„დედაჩემმა „პოლის„ ჯოხი მოიმარჯვა, დიდი მადლობა“.

ღმერთმა სამყარო შექმნა 7 დღეში და თქვენ რა ვერ გაასწორეთ ასეთი?“

„ვინ თხოვდებით აბა?“

„გამარჯობა, ჩემს დას უკვე ბარგი ჩავულაგეთ და მაინტერესებს ისტორიის და ინგლისურის პასუხები როდის დაიდება, რომ ვიცოდე რამდენი ხანი უწევს კიდევ სახლში გაჩერება. მადლობა, ნახვამდის.“

„კიდევ 1 დღით გამიხანგძლივეთ სახლში ცხოვრება, მადლობა“.

„59 წუთი დარჩა და კუბო სად შევუკვეთო?“

„ვისი სახელობის წყარო იხსნება აბა, ჩადექით რიგში, იმედია ქუჩები გვეყოფა“.

„ჰა ახლა,  მითხარით ჩავაბარე თუ დავთანხმდე ჩემს შეყვარებულს ცოლობაზე.“

„ხვალ რას ველოდოთ, ჭრა-კერვისა და საერთაშორისო ცეკვა-თამაშის ქულებს?“

„მათემატიკაზე წინ ვინ მეჯდა, შემეხმანე. თუ ჩავიჭერი, დაგერხა”.

„აბიტურიენტების ნერვებზე ცეკვა-თამაშის ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებებს“.

„ტესტებმა კარანტინი ვერ გაიარეს თუ რა ხდება? გავჭაღარავდი!“

„1 წამს არ უმატებდით ბავშვებს ტესტის დასასრულებლად და დაგვიანების გამო ხალხი მოხსენით გამოცდიდან. ახლა დაგავიწყდათ საათის ცნობა?“

„ბავშვებო უნივერსიტეტში თუ არა, სამოთხეში მაინც მოვხვდებით. აბა ჯოჯოხეთში ესენი შეავსებენ ადგილებს.“

„ამდენი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცისთვის არ მილოდნია.“

„თუ არ აქვეყნებთ ქულებს, პირადში მაინც მომწერეთ.“

ამა თუ იმ საგანში ქულების გამოქვეყნების შემდეგ:

„მიყვარხართ, აღარ ამოწყდეთ.“

„მოიცა, ტყუილად მოვკვდი?“

„ოჯახში არავის სჯერა რომ ჩავაბარე და იქნება დაურეკოთ ვინმემ და უთხრათ რა, რომ მართლა ჩავაბარე.“

„ზუსტად წლევანდელი ქიმიის ტესტების მსგავს ცხოვრებას ვუსურვებ მაგის შემდგენს.“

„სტუდენტი ვარ მაგრამ ეს პოსტი რომ შემხვდა რაღაცნაირად შემაქანა“.

„ამ ტესტების გამსწორებლებს არ ეღირსოთ ზაფხულის გატარება გლდანი-მუხიანის გარდა არსად!“

„ბაწარს იაფად სად შევიძენ?“

„თავისუფალი საწოლი მაქვს და შემიძლია ერთი ნაცემი აბიტურიენტი დროებით შევისახლო“.

„ქიმიაში მაგ ქულების გამოქვეყნებას ბარემ პირდაპირ ნეკროლოგები გამოგექვეყნებინათ, ჯობდა.“

„მეგობრებო, მთელ იუმორს აქ ნუ დახარჯავთ, წინ კიდევ ამდენი საგანია.“

„გაიხარეთ! გათხოვებას გადავურჩი!“

„აბა, გასათხოვარ-დასაქორწინებლები ჩამწკრივდით!“

საქორწინო კაბები იაფად: „კაბები შეღავათიან ფასებში. დაინტერესებუმა პირებმა მომწერეთ პირადში“.

„ცუდი დამკვირვებელი შეხვდა ჩემს მერაბიკოს და 75 ქულა დააკლო, ენაცვალოს ბებია!“

ისტორიის ქულის გამოქვეყნების შემდეგ: „ეჰ, ვინ იცის რამდენის ისტორია დასრულდება დღეს“.

„თქვენი მარჯვენა წინა გულში ვნახე დაგუბებული სისხლი მე, თქვენს თირკმელსა და ნაღველში კენჭები მენახოს, ისეთი გამწარებული მენახეთ, როგორც აბიტურიენტების 85%, თქვენი ლეიკოციტები და ერითროციტები მენახოს დაშლილი!“

„მართალი ყოფილა ჩემი მასწავლებელი, რომ იძახდა წლის ბოლოს მე გავიცინებო.“

„ანუ, ისევ აბიტურიენტი ვარ?“

„მომეწიეთ უკან!“

თეგები: ეროვნული გამოცდები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved