• რეკლამა
  • კონტაქტი
06:02, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომდევნო წლების განმავლობაში, დაგეგმილი გვაქვს, დაახლოებით, 2,5 მლრდ. ინვესტირება ბიზნესთან ერთად, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით; 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება აღნიშნული პროგრამების ფარგლებში – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:39 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

 მხოლოდ 8 წლის განმავლობაში, კახეთის მიმართულებით, ჩვენს მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგად, გაშენდა 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი და დაახლოებით, 13 000 ჰექტარი  ხეხილის ბაღები, მრავალწლოვან კულტურებს ვგულისხმობ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამებით, დაახლოებით, 50 000 ბენეფიციარი, ფერმერი სარგებლობს.

„1 700 სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა, 1 000-ზე მეტი წარმოება გაფართოვდა ამ პროგრამების შედეგად.

მომდევნო წლების განმავლობაში, გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებისა, რეალური ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, დაახლოებით, 2,5 მლრდ. ინვესტირება ბიზნესთან ერთად, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება აღნიშნული პროგრამების ფარგლებში. ჯამში, ეს გამოიწვევს, დაახლოებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში,  შეიქმნა, დაახლოებით, 20 000 სამუშაო ადგილი, ბოლო 5 წელიწადში და ინვესტირებული იყო, დაახლოებით, მილიარდი ლარი. ეს არის რეალური ფაქტები, რომელიც მე მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved