• რეკლამა
  • კონტაქტი
13:16, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომდევნო წლების განმავლობაში 32 მილიარდი ლარი მოხმარდება ინფრასტრუქტურას და რეგიონების განვითარებას, 7 მილიარდი ლარი ჩაიდება სოფლის მეურნეობის აღორძინებაში, ადგილობრივი წარმოების განვითარებაში დაიხარჯება დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:20 08-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

ჩვენი მთავარი რესურსი და ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, მივცეთ მაქსიმალური საშუალება,  საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ თითოეულ სამინისტროს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, იმასთან დაკავშრებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყოველ წელს და რა უნდა იყოს სამიზნე მაჩვენებელი.

„ჩვენი მთავრობის პირობებში, პანდემია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მაგრამ  ვახერხებთ იმას, რომ უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მოსწონთ ეს თუ არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს ამის აღიარება, ვინაიდან, ეს არის ფაქტი, ეს არის სიმართლე და ამის აღიარება მოუწევს ყველას. სიტყვები არ მყოფნის, როგორ შეიძლება ადამიანმა შეაფასოს ოპონენტების ქცევა, მათი არაადეკვატური ქცევა, მაშინ, როდესაც მათ არ უხარიათ არც ეკონომიკური წინსვლა, არც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, არც ის პროგრესი, რომელიც ქვყანაში მიმდინარეობს. ამას ჰქვია მავნებლობა, როდესაც არ გიხარია შენი თანამოქალაქეების, შენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამას ჰქვია მავნებლობა და მტრობა. მე ერთის მხრივ, სიბრალულით უნდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან მეცოდება ჩვენი ოპონენტები და მთლიანი ოპოზიცია, მძიმე მდგომარეობაში არიან. მე ს კარგად მესმის, მეორეს მხრივ, ვხედავ, რომ ისინი არიან „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდა“ მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენი მთავარი ოპონენტი დღეს ის გაჭირვება და ეკონომიკური სიდუხჭირეა, რომელიც  ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე და ასეც იქნება.

ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მხოლოდ განვითარება – საქმე, საქმე და საქმე. ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა განვითრების გრძელვადიანი ხედვა, თითოეული სექტორის მიმართულებით. თითოეულ სამინისტროს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, იმასთან დაკავშრებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყოველ წელს და რა უნდა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი, რომ 10 წლის თავზე, ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ცენტრალურ მთავრობაში, თუ ადგილობრივ დონეზე, ეს უნდა იყოს ერთად შეჯერებული გეგმა, რომელსაც ყველა აღასრულებს და მივაღწევთ მაჩვენებელს, რომელიც იქნება საუკეთესო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ მომდევნო წლების განმავლობაში დაიხარჯება 32 მილიარდი ლარი, რომელიც მოხმარდება ინფრასტრუქტურას, რეგიონების განვითარებას. დაახლოებით 7 მილიარდი ლარი ჩაიდება დამატებით სოფლის მეურნეობის აღორძინებაში, რაც შექმნის ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს და კეთილდღეობას და სიმდიდრეს მოუტანს ჩვენს მოქალაქებს. ადგილობრივი წარმოების განვითარებაში დაიხარჯება დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარი, აქედან დაახლოებით 1 მილიარდი იქნება მთავრობის წილი. შედეგად, ჩვენი გათვლებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ჩვენ დავაფინანსებთ დაახლოებით 1300  ახალ საწარმოს. თითოეული რეგიონის, მუნიციპალიტეტისა და ქალაქის მიხედვით, ჩვენ გვქვს კარგად გააზრებული გეგმა, იმ პოტენციალისა და რესურსის გათვალისწინებით, რომელიც ამა თუ იმ ქალაქში, მუნიციპალიტეტში და რეგიონში არსებობს. ჩვენ არ გვაქვს არცერთი რესურსი დასაკარგი. ჩვენი მთავარი რესურსი და ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, მივცეთ მაქსიმალური საშუალება,  საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved