• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომავალი თაობის წინაშე განხორციელებული დანაშაული – ისანში დასახლებულ პუნქტში ცემენტის ქარხნის გამო გამოუვალი მდგომარეობაა – ლანა გალდავა

ალია ავტორი - ალია
13:52 09-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

“ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ ისნის რაიონში საცხოვრებელ კომპლექს ,,დირსის” მიმდებარედ ბრიფინგი გამართა და საცხოვრებელ ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის მუშაობა გააპროტესტა. 

ლანა გალდავას თქმით, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, ტერიტორიაზე სკოლა და  საბავშვო ბაღი მდებარეობს. ჰაერის დაბინძურების დონე კი საკმაოდ მაღალია. გალდავა მოუწოდებს მერიას და მის დაქვემდებარებულ, ბაღების მართვის სააგენტოს, შეისწავლონ, ქარხნის ფუნქციონირება ექვემდებარება თუ არა კანონს. 

„ისანში “დირსის” საცხოვრებელი კორპუსების ახლოს მუშაობს ცემენტის ქარხანა. არის აღმაშფოთებელი მდგომარეობა გარდა იმისა, რომ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. აქვეა სკოლა და ორი ბაღი. ამ ქარხნისგან მოვითხოვთ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა წარმოგვიდგინონ, პასუხს მოვითხოვთ მერიისგან და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებიდან, შემოწმებულია თუ არა ეს ადგილი, რომელიც მთლიანად ცემენტის მტვერშია, კანცეროგენული ნივთიერებებითაა ჰაერი სავსე, მოსახლეობას კი ამ ყველაფრის გამო ონკოლოგიური ფონი აქვს მომატებული. მოვითხოვთ გარემოს დაცვის სამინისტროსგან, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ამ ქარხანამ გაიარა. ასევე მიაქციოს ყურადღება ბაღების მართვის სააგენტომ, თუ სად უწევთ ბავშვებს სწავლა,”- განაცხადა გალდავამ. 

„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით,  ეს ტერიტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება დემოგრაფიაზე არ ზრუნავს. 

„მათი შვილები ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში დადიან და ჩვენი შვილები კი ასეთ ადგილებში, სადაც ცემენტითაა ჰაერი გაჯერებული. ამ ხელისუფლებას ახალი თაობა არ აინტერესებს. ამიტომ ოქტომბერში დასრულდება ეს მავნებლური პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის გენოფონდის განადგურებისკენაა მიმართული,“- აცხადებს ლანა გალდავა.

თეგები: ლანა გალდავასტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved