• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მომავალი პატრიარქის მთავარი ბარიერი იქნება თავად პატრიარქი ილია მეორე” – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
00:58 03-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:

✅️ ნდობა, რომელიც ჰქონდა პატრიარქ ილია მეორეს, საკმაოდ რთული ფენომენია, რადგან ეს არ არის ნდობა, რომელიც ჯდება მხოლოდ სასულიერო ლიდერის ფენომენში.
✅️ საბჭოთა პერიოდში ღმერთის მითოლოგემა გაიგივებული იყო პარტიასა და კომუნისტ ბელადებში, როდესაც ეს დაინგრა, ადამიანები სრულ ვაკუუმში აღმოჩნდნენ, რაც შემდგომ ჩვენთან ეკლესიამ ჩაანაცვლა.
✅️ ეკლესიის როლი 90-იანებში იმდენად გაიზარდა, რომ გარკვეულ ეტაპზე ბაძვითი ელემენტიც გახდა და ამას მოჰყვა ინსტიტუციის და ბუნებრივია, პატრიარქის გაიდეალება.
✅️ წლების განმავლობაში ერთადერთი სტაბილურობის გარანტი იყო პატრიარქი, დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებაში მუდმივმა პოლიტიკურმა კონფლიქტებმა ადამიანებში შინაგანი კონფლიქტიც შექმნა, რა დროსაც პატრიარქის როლი განსაკუთრებულად ძვირფასი გახდა და რა დროსაც უკვე პატრიარქი გახდა ბევრად უფრო მეტი, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო სასულიერო ლიდერი.
✅️ პატრიარქი ფლობდა განსაკუთრებულ ნიჭიერებას, ლაპარაკშიც, ხმაშიც, სიტყვათწყობაშიც, შარმშიც, ადამიანების სულიერ სამყაროსთან კავშირშიც.
✅️ საქართველოში პოლიტიკური პირების მთავარი მალეგიტიმირებელი პირი იყო პატრიარქი, ის არა მხოლოდ მოვლენების შუაგულში იყო, არამედ ქმნიდა მოვლენებს ან იყო თანაშემოქმედი.
✅️ ხელისუფლებები ყოველთვის იყვნენ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც ბუნებრივი ინსტიტუციური ჯახი იყო. არ ყოფილა ჩვენთან საერო ლიდერი, რომელიც არ ცდილობდა სასულიერო სივრცე თავის გავლენის ქვეშ მოექცია.
✅️ მომავალი პატრიარქის მთავარი ბარიერი იქნება თავად პატრიარქი ილია მეორე, რადგან სწორედ მასზე იქნება სწორება. რომელი ეპისკოპოსი გაწვდება ამ სიმაღლეს, რაც ამჟამინდელ პატრიარქს ჰქონდა. მომავალმა პატრიარქმა პატრიარქ ილია მეორის ლეგენდას უნდა გაუძლოს და ისე თქვას თავის სიტყვა.
✅️ პატრიარქი ილია მეორე ბოლომდე დარჩა დამოუკიდებელ ფიგურად, რომელიც ყველასთან იცავდა სუბორდინაციას.
✅️ მომავალი პატრიარქისთვის გამოწვევა იქნება ისიც, რომ პატრიარქი ილია მეორე საეკლესიო სტრუქტურაში იყო ადამიანი, რომელიც იყო მთავარი, რომლის ნებასაც აღასრულებდა ყველა სხვა, მთელ რიგ შემთხვევაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს არა პატრიარქმა, არამედ სინოდმა, მაგრამ ეს უნარი ილია მეორეს ჰქონდა – გადაწყვეტილებების მიღების და მომავალი პატრიარქის პირობებში არა მგონია ეპისკოპოსებმა სინოდალური უფლებები ასე ადვილად დაუთმონ ახალ პატრიარქს.
✅️ მომავალ პატრიარქს მოუწევს დათმოს მთელი რიგი უფლებები, რაც პატრიარქ ილია მეორეს ჰქონდა ან მოუწევს ეპისკოპატის ნაწილის წინააღმდეგ წასვლა.
✅️ მომავალი პატრიარქის ფაქტორი და შერჩევა დამოკიდებულია როგორც შიდა სინოდალურ კავშირებზე, ასევე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მდგენელზე, ასევე გარე პოლიტიკურ ფაქტორებზე და ცხადია საეკლესიო პოლიტიკის ფაქტორებზე, მათ შორის რუსული და ბერძნული ეკლესიების ფაქტორზეც.
✅️ ცხადია, არ მჯერა რომ თეორიულად მაინც შესაძლებელია ეპისკოპატი იყოს თვითკმარი და დამოუკიდებელი და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული გადაწყვეტილებები, ისინი აღასრულებენ გადაწყვეტილებებს, რომლის უკან მრავალი ფაქტორი შეიძლება იყოს.
✅️ პატრიარქი ილია მეორე ბოლომდე ახერხებდა ეპისკოპატში მშვიდობის და ერთიანობის შენარჩუნებას, რაც რთული სათქმელია მომავალში როგორ გაგრძელდება.
✅️ სასულიერო ლიდერის თაყვანისცემა ბევრად მარტივი პროცესია, ვიდრე ღმერთის მისტიური გაცნობიერება, ამიტომ ხშირად ადამიანი-სიმბოლოს გაღმერთება ბევრისთვის შეიძლება უფრო შესაძლებელი იყოს, ვიდრე ღმერთის, როგორც მისტიური ფენომენის გაცნობიერება.
✅️ ჩვენმა ხალხმა საკუთარი პასუხისმგებლობები გადაუმისამართა პატრიარქს, რა დროსაც საკუთარი თავისუფლებაც და ძალაუფლებაც ამ ყველაფრისთვის პატრიარქ ილია მეორეს გადასცა, ამით პასუხისმგებელ პირად პატრიარქის სიმბოლო შექმნა, დათმო საკუთარი თავისუფლება და სრული ძალაუფლება საკუთარი სუვერენობის სამართავად მას გადასცა.
✅️ პატრიარქის ცოდნას, ინტელექტს, ერუდიციას და მსოფლმხედველობას და დანარჩენი ეპისკოპატის ამ კატეგორიებს შორის სხვაობა, სამწუხაროდ, ძალიან დიდია.
✅️ სასულიერო პირისთვის განათლება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი კატეგორიაა, მას ცოდნასთან ერთად სულიერი ინტელექტი სჭირდება, რომ ქრისტეს წარმოადგენდეს, მსგავსი კატეგორიებით აზროვნებდეს და მოქმედებდეს, რაც ქრისტემ დაუტოვა მას.
✅ ️პატრიარქის სახელით სარგებლობა ჯერ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, პატრიარქის აჩრდილი ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება ამ ქვეყანაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved