• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მომაკვდავმა, თავადვე დაგეგმა გასვენება… აღარ ვარ უსუსური, დედა! გაპატიე ყველა შენი ერთით მეტი კოცნა დათოსთვის!” – მანანა დოიაშვილის ემოციური წერილი დედას

ალია ავტორი - ალია
17:59 06-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
552

რეჟისორ დავით დოიაშვილის და, დრამატურგი მანანა დოიაშვილი, გარდაცვლილ დედას ემოციური წერილით იხსენებს… და დაბადების დღეს ულოცავს. მიმოზა დოიაშვილს

მანანა დოიაშვილი: 

“დედა! 73… ბოლოს, რამდენიმე დღის წინ მესიზმრა, პატიებას მთხოვდა – ყველაზე რთულ დროს შენს გვერდით არ ვარო. გამეცინა და ჩვევისამებრ, დაუდევრად ვუთხარი: – ნუ აზვიადებ, ამაზე ბევრად უარესი დროც მქონია და არ მითქვამს შენთვის თქო და შემომხედა თავისი უზარმაზარი ზღვისფერი თვალებით:- მაშინ, მხოლოდ ვხვდებოდი, დედიკო და ახლა, უკვე, ყველაფერი უთქმელადაც ვიცი. ისიც კი ვიცი, როგორ გენატრება ჩემი გაკეთებული ელარჯიო…

და თავისთავად გამახსენდა, როგორ მოდიოდა ბოლო წუთამდე ყოველ სისხამ დილას, უთენია – ახალი გაკეთებული სადილით… ყოველ დღე: ჩემს გაღვიძებამდე მილაგებდა სახლს, რეცხავდა, აუთოვებდა, აწესრიგებდა ყველაფერს და თან სულ მოჰქონდა ათასფერი მინდვრის ყვავილები, რომელიც ახალგაღვიძებულს ამ ყველაფერთან ერთად, ჩემს მაგიდაზე, ძველ ფაიფურის ლარნაკში მხვდებოდა. მერეღა გარბოდა თავის ლექციებზე.

23 წლის ვიყავი, როცა ცალკე გადავედი საცხოვრებლად ბავშთან ერთად და 41 – ის, როცა გარდაიცვალა.

18 წელი ვეჩხუბებოდი – არ გაეკეთებინა ეს და 18 წელი უპასუხოდ, ჯიუტად იმეორებდა იგივეს მაინც. ბოლოს, იმედგადაწურულმა ვკითხე: კარგი და, ეს ყვავილები რატომღა მოგაქვს, დედა, მკვდარი ხომ არ ვარ? ნიკაპი წინ გამოწია და უბრალოდ მითხრა: – მინდა ყოველი დილა ლამაზად დაიწყო!..

გაბრაზებული მივუბრუნდი და ჯინაზე მივახალე: – ვერ ხვდები, რომ დღის ბოლომდე მაინც რაღაცას გავაფუჭებ, დავაშავებ..! და წყნარად, მშვიდად მიპასუხა: – ვიცი და იქნებ, ამიტომაც ვაკეთებ ამას, დედა!

რამდენიმე დიდი მანქანა დაგვჭირდა მის დასაფლავებაზე, რომ ზღვა ყვავილებისა გადაგვეტანა სასაფლაოზე. აურაცხელმა ადამიანმა გააცილა ის ბოლო გზაზე. ვიდექი ტაძარში მისი უსიცოცხლო სხეულის წინ და ვნატრობდი: მხოლოდ, წუთით გაეხილა თვალი და ენახა საკუთარი გრანდიოზული დასაფლავება.

ის კოლხი, ლამაზი, ძალიან თეატრალური ქალი იყო. ამას, როგორც საკუთარ ზეიმს, გამარჯვებას და დღესასწაულს ისე შეხედავდა და ამხელა ამბის მერე, რომც შეძლებოდა, უკან აღარ დაბრუნდებოდა…! საკუთარ უკანასკნელ “პრემიერას” არ ჩაშლიდა, არც უკვდავების ფასად!

წინა ღამეს, მომაკვდავმა, თავადვე დაგეგმა ეს ყველაფერი. იცოდა, გათენებამდე ვეღარ მიაღწევდა.
ყველანი მასთან ვიყავით. ჩემს ძმას და მამაჩემს სთხოვა – გასულიყვნენ ოთახიდან, არ ეყურებინათ მისთვის, რომ ასეთი არ დამახსოვრებოდათ – მათ ჯერ კიდევ ეპრანჭებოდა;

დაალაგებინა ასჯერ დალაგებული სახლი თავის საყვარელ დებს, რომლებმაც ბოლო წუთამდე პატარა ბავშვივით უარეს; სთხოვა ქეთის – ჩემს რძალს, რომელიც ჩემზე არანაკლებ უყვარდა – ისევ, ჩამოეხსნა ყველა ოთახში ფარდები და თავიდან გარეცხილი ჩამოეფარებინა ლამაზად; გაგვაფრთხილა, არცერთი ნახატი არ აგვვეღო კედლებიდან; კარის მეზობელს და მის ახლო მეგობარს – ნანულის, სკამები წინასწარ შემოატანინა, დააწყობინა ოთახში, ისე, როგორც თვითონ უნდოდა. მერე დაუძახა და იქვე, ჩემი თანდასწრებით უთხრა: მაპატიე, რომ გტოვებ, ნანული, მაგრამ ეს დღეები შენ უნდა ივაჟკაცო, ჩემს ნაცვლად. ისე უნდა გამასვენონ აქედან, ჩემს ოჯახს რომ ეკადრება, თითქოს ისევ ცოცხალი ვიყო. ჩემი მანანა ამას ვერ შეძლებს, ის გარედან ჩანს ასეთი ძლიერი, სინამდვილეში კი ყველაზე უსუსურია!..

და აღარ ვარ უსუსური, დედა! რადგან, გაპატიე ყველაფერი, რასაც ჩემზე ზრუნვას ეძახდი! ყველა რჩევა ან შეგონება, რომლებსაც შენს ჯინაზე არ ვითვალისწინებდი! ყველა შენი ერთით მეტი კოცნა დათოსთვის! ყველა შენი წინასწარმეტყველება, რომელიც მიხდებოდა და არ ვეპუებოდი! შენთან უსიტყვო ომში გავიგე პირველად ნამდვილი თავისუფლების გემო!.. შენმა უსაზღვრო დათმენის და მიტევების უნარმა, დამანახა საკუთარი არარაობა!..

ისიც გაპატიე, რომ ყველას პატრონი იყავი, მაგრამ, დღეს არ ხარ ჩემს გვერდით, ხო, მართალი ხარ, ყველაზე რთულ დროს!.. აღარ ვარ უსუსური, დედა, რადგან ამდენი წლის მერე, მე შენზე ხმამაღალა დაწერა შევძელი!.. ის ფაიფურის ლარნაკი ახლაც მაქვს… ცარიელი…

დღეს მე მოგიტან ყვავილებს და მოვწევ ერთ ღერ სიგარეტს შენთან ერთად.. ხვალ, უთენია, კი, შენ დამახვედრე თაიგული ჩემს მაგიდაზე, რომელზეც უამრავი, დაგროვილი, უხილავი მტვერი დევს, რომელიც ბოლო 10 წელია აღარ გადაგიწმენდია ჩემთვის…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved