• რეკლამა
  • კონტაქტი
19:55, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მომაკვდავია, 25 მოწმეა დასაკითხი, რა 25 მოწმის დაკითხვის უნდა გაუძლოს ამან?” – შალვა ხაჭაპურიძე

ალია ავტორი - ალია
05:12 12-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
582

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ დღეს, გამომძიებელთან ერთად იყო მისული, ვივამედში და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ მეტად დამძიმებული დახვდა.

შალვა ხაჭაპურიძე:

-3 დღის წინ მყავდა ნანახი, ვიცოდი მისი მძიმე მდგომარეობა, მაგრამ დღეს რომ შევედი, საერთოდ ვეღარ ადგა, აქამდე დახმარებით წამოდგებოდა, შეეძლო ფეხსაცმელი ჩაეცვა, დღეს საერთოდ ვერანაირი მოძრაობა ვერ გააკეთა, გამომძიებელს ბოდიში მოუხადა, მეორე მეორე ექთანი შემოვიდა, მესამე ექთანი და ძლივს გადაიყვანეს 2 მეტრი და დასვეს. მე რასაც ვუყურებ, მომაკვდავია ეგ ადამიანი, 25 მოწმეა დასაკითხი, რა 25 მოწმის დაკითხვის უნდა გაუძლოს ამან? თვითონ თქვა 1 დღეში დამთავრდება ხო პროცესიო და აღარ ვუთხარი არაფერი, 1 დღეში როგორ უნდა დამთავრდეს ახლა, 25 კაცი როგორ უნდა დაკითხო 1 დღეში. ამხელა დასკვნა ხომ უნდა გააჟღერო? მარტივი პროცედურები არაა ეს. პირველად რომ ვნახე სააკაშვილი, შოკირებული ვიყავი, მაგრამ ახლა გაცილებით დამძიმებული მდგომარეობა დამხვდა. მკითხა, მე პროცესზე უნდა წამოვიდეო? მე ვუთხარი, ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა წამოხვიდე-თქო. არ გამოვრიცხავ ერთი სასამართლო პროცესი გასვლითი მოვითხოვო და ჩატარდეს ვივამედში, ოღონდ ტელევიზიების თანხლებით. მოსახლეობამ უნდა ნახოს, რა მდგომარეობაში.

წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნია სასამართლომ თქვას უარი მის გათავისუფლებაზე, ან სასჯელის გადავადებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სასამართლომ გამოუტანოს სასიკვდილო განაჩენი. ბევრი პატიმარი მინახავს და დამიჯერეთ, რა მდგომარეობაშიც იმყოფება, ეს არის მომაკვდავი კაცი. აყურებინონ პირდაპირ ლაივში ხალხს, რა მდგომარეობაშია. ჯერ 55 დღიანი შიმშილობა იყო, გააკეთებდა ადვოკატი განცხადებას ცუდადააო, კარგად ხომ არ იქნებოდა? მერე შიმშილობიდან გამოსვლები, მერე, მე-18-ში გადაყვანები და კეთდებოდა ეს განცხადები. წერენ სოციალურ ქსელში, ასე იძახით, რამდენი ხანია კვდებაო და რომ მოკვდება მერე უნდა ვთქვათ, რომ მოკვდა?

 

შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა ისიც, რომ სააკაშვილთან შეწყალებაზეც ისაუბრა, თუმცა, მან უპასუხა, რომ შეწყალება არ განიხილება. 

 

თეგები: მიხეილ სააკაშვილიშალვა ხაჭაპურიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved