• რეკლამა
  • კონტაქტი
10:12, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მომაკვდავი იპოვნეს” – უბედური შემთხვევა თუ ჯარისკაცები გაუსწორდნენ?

ალია ავტორი - ალია
16:41 10-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

40 წლის ჯარისკაცი ზვიად ჯანიაშვილი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაშია მოათავსებული. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მამაკაცი პოლიციამ წმინდაწყლის დასახლებაში, ერთ-ერთი ხიდის ქვეშ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით უმძიმეს მდგომარეობაში იპოვნა.

ზვიად ჯანიაშვილი პირველ ქვეით ბრიგადაში 10 წელზე მეტია, რაც ირიცხება. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯგუფურად სხვა ჯარისკაცები გაუსწორდნენ, მეორე ვერსიის თანახმად კი ის თავად გადმოვარდა ხიდიდან და მძიმე დაზიანებები მიიღო.

მომხდარის შესახებ ჯარისკაცის ოჯახის წევრებს საუბარი უჭირთ. ისინი არც ერთ ვერსიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ყველა კითხვას მას შემდეგ გაეცემა პასუხი, როცა ჯანიაშვილი სამართალდამცველებს ჩვენებას მისცემს.

სახლში რომ არ მოვიდა, დავრეკე. კბილებით აიღო ტელეფონი, ზარი რომ შევიდა და შემდეგ დარეკა პოლიციაში. დაბადების დღეზე იყო წასული მეგობართან ერთად. შეიძლება, თვითონ ჩავარდა, წაბორძიკდა და გადავარდა, არაფერი ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ მომაკვდავი იპოვნეს. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ხერხემალი აქვს დაზიანებული, ოპერაცია გაკეთდა, ახლა კონტაქტურია – განაცხადა ჯანიაშვილის ოჯახის წევრმა.

დაშავებული ჯარისკაცი თავდაპირველად გორის სამხედრო ჰოსპპიტალში მოათავსეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. ის ახლა ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობასა და სხეულის დაზიანებას გულისხმობს.

თეგები: თავდაცვის სამინისტროკრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved