• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, შაბათი, 28 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მოკლულია… ბავშვი, რომელსაც გული ერევა, პირაღმა არ ეცემა და ხის ქვეშ ვერ შევარდებოდა თავისით“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა

ალია ავტორი - ალია
01:46 05-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
569

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გარდაცვლილი ანი იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში დეტალურად აღწერს რა მდგომარეობაში და სად იპოვა შვილი, როდესაც ბავშვს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.

მოზარდის დედა ამბობს, რომ გოგონას სხეულზე ძალადობის კვალი და მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. დედა დარწმუნებულია, რომ 12 წლის გოგო უბედური შემთხვევის შედეგად არ გარდაცვლილა – ის მოკლეს.

“მე ანის დედა როგორც აქამდე ვიყავი, ისე ვიქნები ახლაც. სიმართლეს გავიგებ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ. იქ როგორ მოხვდა ის ბავშვი, რატომ მოხვდა – ძალით შეყვანილი თუ არ არის და მოკლული. ამას რად უნდა ლაპარაკი, დაზიანებებიდან და ადგილიდან გამომდინარე ის მოკლულია, ღებინება ჰქონდა და პირაღმა იწვა, ხის ქვეშ იყო შეწვენილი. აქ 100 პროცენტიდან არც ერთი პროცენტით არ შეიძლება იმის დაშვება, რომ სხვანაირად იყო რამე… ბავშვი, რომელსაც გული ერევა, პირაღმა არ ეცემა და ხის ქვეშ ვერ შევარდებოდა თავისით ხომ, დახრილი ხეების ქვეშ, ბავშვი იყო შეწვენილი და გასწორებული”, – ამბობს ნატო ხუტაშვილი.

ამასთან, დედის თქმით, ის გზა, რომელიც მოზარდმა სიკვდილის დღეს გაიარა, მისი ჩვეული მარშრუტი არ იყო. მთავარი გზის გვერდით, რომელიც ხეებსა და ბეტონის კედელს შორის არის მოქცეული, ნაგავსაყრელი, გაუვალი ბუჩქები და სარეველა ბალახია. ანის დედის ვერსიით, ძალადობა სწორედ იქ იწყება.

დედა ვარაუდობს, რომ ადევნებულმა მკვლელმა გოგონა მთავარი გზიდან სწორედ ამ მიტოვებულ და მიყრუებულ ადგილას, ძალით გადაიყვანა, რადგან მისი თქმით, ვერსია – თითქოს მოზარდს გზის დამოკლება უნდოდა, – ალოგიკურია, სიბნელეში ამ ადგილას, გოგონა თავისი ნებით არ შევიდოდა.

“ბავშვი მოდის თავის გზაზე, ჩვეულებრივ ასფალტზე – აქ არის დაწეული და იძულების წესით გადაყვანილი ამ მიუვალ ადგილას, შეხედეთ – რა სიმაღლე გადასასვლელია, აქ ბავშვი თავისი ფეხით სიბნელეში, ღამით არ გადავიდოდა”, – თქვა დედამ შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში. საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება 12 წლის ბავშვის მობილური ტელეფონია, რომელიც მოზარდის ცხედრისგან მოშორებით, დამტვრეული იპოვეს. “ეწინააღმდეგებოდა ჩემი შვილი და დაუმტვრია იმან ტელეფონი, არის აბსოლუტურად ჩამსხვრეული. ბავშვი აქ ჰყავდა დაწვენილი, ფეხები იქეთ, თავი აქეთ. აქ მანქანები ძალიან ბევრია, არავინ მოძებნიდა აქ, ყველა გაშლილ სივრცეში ეძებდა – ჩემ გარდა, მე ვიცოდი, რომ მას რაღაც ცუდი სჭირდა, ვგრძნობდი”, – აცხადებს დედა.

მოზარდის დედა პროკურატურას და ექსპერტიზის ბიუროს მიმართავს, რომ საქმეზე დროული გამოძიება მოხდეს: “ამას თუ არ გამოიძიებენ, ჩემი შვილი არ იქნება ბოლო, ჩემთვის კი არ არის მხოლოდ საჭირო”.

12 წლის ანი ლიეტუვის და საქართველოს მოქალაქე იყო. მოზარდის სავრაუდო მკვლელობის საქმით დაინტერესებულია ლიეტუვაც და მზადაა გამოძიებაში ჩაერთოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved