• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, სამშაბათი, 7 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოკლევადიანი უმუშევრობა 67%-მდე გაიზარდა

ალია ავტორი - ალია
10:17 07-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

PMCG-ის მიერ მომზადებული მიმოხილვის თანახმად, 2017-2020 წლებში საქართველოში გრძელვადიანი უმუშევრობის (ერთ წელზე მეტი) 40% შეადგინა, ხოლო 2020 წელს, მოკლევადიანი უმუშევრობა (ერთ წელზე ნაკლები) მკვეთრად გაიზარდა და 67% შეადგინა.  ორგანიზაციის შეფასებით, მოკლევადიანი უმუშევრობის ზრდა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, რამაც სამუშაო ადგილების დროებით დაკარგვა გამოიწვია. 

COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისამდე, საქართველოში უმუშევრობის დონის შესამჩნევად დაღმავალი ტენდენცია შეიმჩნეოდა. 2017 წლიდან – 2019 წლამდე მაჩვენებელი 21.6%-დან 17.6%-მდე შემცირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის დონის შემცირების პოზიტიური ცვლილება არ ასახულა დასაქმების მაჩვენებელზე, რომელიც მოცემულ პერიოდში უცვლელი იყო. მეტიც, 2017 წლიდან – 2019 წლამდე პერიოდში, სამუშაო ძალაში ჩართული ადამიანების მაჩვენებელი შემცირდა 54.5%-დან 51.8%-მდე. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ უმუშევრობის დონის კლება ამ პერიოდში განაპირობა არა გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობამ ან შრომის ბაზრის პოზიტიურმა ცვლილებებმა, არამედ სამუშაო ძალის შემცირებამ.

2020 წელს “საქსტატმა” უმუშევრობის დონის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა. ცვლილებით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან ფერმერები, რომლებიც პროდუქციას საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ. მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა უმუშევრობის დონე საქართველოში. კერძოდ, ახალი მეთოდოლოგიით, 2017-2020 წლებში უმუშევრობის დონის საშუალო მაჩვენებელმა 19.5% შეადგინა, ხოლო წინა მეთოდოლოგიის მიხედვით იგივე მაჩვენებელი 12.6% იყო.

2021 წლის მესამე კვარტლის მოლოდინები უფრო პოზიტიურია, ვიდრე მეორე კვარტალში დაფიქსირებული ცვლილებები. გამოკითხული კომპანიების 31.4% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის 2021 წლის მესამე კვარტალში, 64.7% ცვლილებას არ გეგმავს, ხოლო შემცირებას მხოლოდ 3.9% აპირებს.

მიმოხილვაში ასევე წერია, რომ 2017-2019 წლებში უმუშევრობის დონე მცირდებოდა 21.6%-დან 17.6%-მდე, თუმცა შემცირება არ ასახულა დასაქმების მაჩვენებელზე, რაც მოცემულ პერიოდში უცვლელი დარჩა. აქედან გამომდინარე, კვლევით ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, უმუშევრობის დონის კლება ამ პერიოდში განაპირობა არა გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობამ ან შრომის ბაზრის პოზიტიურმა ცვლილებებმა, არამედ სამუშაო ძალის შემცირებამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved