• რეკლამა
  • კონტაქტი
09:13, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოკლე გზამკვლევი გაურკვეველთათვის” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
15:28 09-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
825

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

მოკლე გზამკვლევი გაურკვეველთათვის
————-
ახალგაზრდა კაცის საჯარო, გამომწვევი მკვლელობა ამერიკაში, ლოგიკური საფუძვლიანი ეჭვის თანახმად, დაფინანსებული და აღსრულებულია რომელიმე იმ ორი დიდი ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, რომლებიც ამჟამად ამერიკის ოფიციალურ მტრებად არიან აღიარებულნი აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ.
მიზანი:
ნოემბრის მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური სიტუაციის არევა და ქაოსის გამოწვევა.
ვინაიდან რესპუბლიკურ პარტიას და მოქმედ პრეზიდენტს გაუჩნდა ისტორიული პრეცედენტის შექმნის შანსი, როცა შუალედურ არჩევნებში დიდი ალბათობით იმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტის პარტია, მტრულად განწყობილი ძალები ყველანაირად შეეცდებიან ამ პრეცედენტის არდაშვებას.
ამასთან, პრეზიდენტი და მისი გუნდი იძულებული იქნებიან უმწვავესი საგარეო პოლიტიკური გამოწვევებიდან კონცენტრაცია საშინაო პოლიტიკაზე გადაიტანონ.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტობრივ ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც ადასტურებს ევროპის ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთში, ულტრა-მემარცხენე რადიკალების პირდაპირ კავშირს რუსულ სპეც-სამსახურებთან, ასევე ამერიკის ულტრა-მემარცხენეთა მჭიდრო კავშირს ჩინეთის სადაზვერვო ქსელებთან, ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს სპეც-სამსახურები აქტიურ რეჟიმში გადავიდნენ.
გავიხსენოთ ასევე კოვიდ-პანდემია; როგორ დაიწყო, სად და რატომ …
ამერიკული ე.წ. კონსერვატიული სპექტრის რადიკალური ნაწილი, ისევე როგორც რადიკალი მემარცხენეები, უხვად არიან ინფილტრირებული უცხოური სპეც-სამსახურების აგენტურით. ეს ბუნებრივია. ნებისმიერი ჯურის რადიკალური ორგანიზაცია, იქნება ეს მემარცხენე თუ მემარჯვენე, წარმოადგენს შესანიშნავ მასალას სპეცსამსახურების აგენტების ჩასანერგად, ვინაიდან ეს ორგანიზაციები რეალურად პარა-კრიმინალურ დაჯგუფებებს წარმოადგენენ. უცხოური აგენტურის ძირითად საქმიანობას პროპაგანდის გავრცელება წარმოადგენს. ეს აგენტები ასევე ფინანსურად ეხმარებიან ყველას, ვისაც გარკვეული აუდიტორია გააჩნია. კარგი მაგალითია ტაკერ კარლსონი, რომელსაც მოთმინებიდან გამოსულმა პრეზიდენტმა ტრამპმა “დაცენტრილი” უწოდა საჯაროდ.
სწორედ ეს ხალხი ავრცელებდა და ავრცელებს ანტი-უკრაინულ პროპაგანდას, რომელიც თანდათან უფრო და უფრო სუსტდება ამერიკაში, რადგან პუტინის რუსეთის ნამდვილი სახის შელამაზება უკვე შეუძლებელი ხდება.
31 წლის ჩარლი კირკი წესიერი ახალგაზრდა იყო. იგი არ ყოფილა რადიკალი. სწორ აქცენტებს აკეთებდა შიდა-პოლიტიკური საკითხების უმრავლესობაზე და ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო გარკვეული მცდარი მოსაზრებები ჰქონდა უკრაინასთან დაკავშირებით, როგორც არაერთ პატიოსან და წესიერ ამერიკელს, რომლებიც სპეცსამსახურების პროპაგანდასთან ერთად კისინჯერის კლასიკური პოლიტიკური დოქტრინით იყვნენ და არიან დეზინფორმირებულები. ერთია მხოლოდ, ამ ადამიანებთან თავისუფლად შეიძლება საუბარი, არგუმენტირებული კამათი და მათ არ უჭირთ შეცდომის აღიარება.
ჩარლი კირკი ძალიან ახალგაზრდა, დამწყები პოლიტიკოსი იყო. დროთა განმავლობაში ის აუცილებლად იპოვიდა სწორ გზას საგარეო პოლიტიკაშიც, რადგან მას სწორი ბაზისური ღირებულებები ჰქონდა.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ამერიკაში თუ ამერიკის გარეთ, რომლებიც ამ საზარელ აქტს სიხარულით შეხვდნენ ან კმაყოფილება გამოთქვეს, უბრალოდ ერიდეთ; ისინი ან სპეცსამსახურების პროპაგანდისტები არიან, ან ბოროტი, ფსიქიურად დაავადებული მანიაკები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved