• რეკლამა
  • კონტაქტი
16:00, ოთხშაბათი, 6 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოკითხვა ჰაიდი ტალიავინის,  ხომ არაფერი აქვს სათქმელი, შემთხვევით?“ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
18:08 12-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,692

ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს:

„არანაირი “მძინარე ცხინვალი”! არანაირი “ვერ ავიცილეთ პროვოკაცია”! 2008 წელს რუსეთმა დაიწყო არამართლზომიერი და არაპროვოცირებული ომი საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო საქართველო იყო მართლზომიერი თავდაცვითი პასუხის რეჟიმში!
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიული გამარჯვებაა, ასევე ცივილიზებული სამყაროს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი რუსეთის გააზრებისა და ობიექტების შეფასების მიმართულებით! ვულოცავ ამ გადაწყვეტილებას ყველა ქართველ ჯარისკაცს, რიგითიდან მთავარსარდლამდე! ასევე, ვულოცავ ყველა ქართველ იურისტს, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა ნებისმიერი ხელისუფლების დროს!
მოკითხვა ჰაიდი ტალიავინის
ხომ არაფერი აქვს სათქმელი, შემთხვევით?
P.S. რაც შეეხება ჰააგაში არსებულ მეორე სასამართლოს – გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, მოვისმინე ხელისუფლების დეზინფორმაცია, რომ “წინა ხელისუფლება ამ საქმეში დამარცხდა”. ტყუილია და თან საშიში. საქმე შემდეგშია: ამ სასამართლოში არსებული საქმე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოთ მოყვანილი და ეხება ეთნიკური წმენდის აღიარებას და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამ საქმეზე (მნიშვნელოვანწილად მაშინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გამო, რომელიც უკრაინის გამო დიამეტრალურადაა შეცვლილი) სასამართლომ საქართველოს უკან დაუბრუნა საქმე და სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის პირობად “რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის” შესახებ კონვენციით გათვალისწინებული ფორმალობის ამოწურვა დაასახელა. ეს რუსეთთან მოლაპარაკების გამართვას გულისხმობს, ეთნოწმენდის შედეგების აღმოფხვრის მიზნით. ფუჭი ფორმალობაა, მაგრამ სავალდებულო. თუ მოლაპარაკება არ ხდება ან უშედეგოა, ესეც ითვლება ფორმალობის ამოწურვად. რა ქნა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ? საქმე საერთოდ გააქრო და დღეს არავინ არ იცის რას აკეთებს ხელისუფლება ამ მიმართულებით.
მივმართავ საქართველოს იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს. გაასაჯაროეთ საქმის მიმდინარე სტატუსი და განმარტეთ, რატომ არაა სარჩელი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ხელახლა წარდგენილი. დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით, ყველამ (ხელისუფლების ჩათვლით) ზუსტად ვიცით, რომ ჰააგაში საქართველო რუსეთს დაამარცხებს და ჩვენი ქვეყნის და ასევე რუსეთის ფედერაციის ისტორიაში ყველაზე წონად და მძიმე სამართლებრივ, პოლიტიკურ და ისტორიულ დოკუმენტს მივიღებთ, რომლითაც დადგინდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ოსეთში 1991-დან 2008 წლებში განხორციელებული ეთნოწმენდა. ეს შედეგი რომ დადგება, ნამდვილად ყველამ ვიცით, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველას არ გვსურს.“
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved