ეკონომისტი ირაკლი ლატარია:
,,რამდენიმე წლის უკან, პოლიტიკაში გაცნობილმა მეგობარმა (დღეს უკვე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს — არსებობს მხოლოდ საერთო ინტერესები) ერთ მშვენიერ დილას, როდესაც მე და რამდენიმე მეგობარი რეგიონებში გასვლას, ვგეგმავდით, ,,ქართულ ჯიგრულ პონტში” გარკვეული თანხები გადმოგვცა.
♦️ იმ პერიოდში ის საკმაოდ შეძლებულ ბიზნესმენად ითვლებოდა. თანხა საჩუქრად გადმოგვცა და გვითხრა: „ყველას გყავთ შვილები და ჩემს სახელზე რაიმე უყიდეთო“.
🛑 ჩემთვის ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო. მით უმეტეს, ვინც მე და ჩემს მშობლებს კარგად გვიცნობს, იცის, რომ ჩემს მშობლებს ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ სხვებისთვის საჩუქრების გაკეთება ანიჭებდათ. როგორც ჩანს, მეც მათ დავემსგავსე.
♦️ გავიდა რამდენიმე თვე და აღნიშნულმა ბიზნესმენმა/პოლიტიკოსმა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი პოლიტიკური მიმართულება აირჩია. ბუნებრივია, ჩვენი გზებიც გაიყო.
🛑 აქამდე ეს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ისტორიაა. შესაძლოა, თქვენთვისაც არაფრისმთქმელი იყოს, მაგრამ მისი გაგრძელება ერთ ძალიან მძიმე და, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებულ პრობლემას დაგანახებთ.
♦️ როგორც კი ,,მეგობარმა” ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური კურსი აირჩია და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მასთან ყოველგვარი კონტაქტი გავწყვიტეთ, რამდენიმე დღეში თავის თანაშემწეს დაარეკინა ჩვენთან (გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც მასთან დარჩა).
– და იცით, რა გვთხოვა?
მე რომ პირადად არ გადამხდენოდა, ალბათ ვერც დავიჯერებდი.
მოგვთხოვა, უკან დაგვებრუნებინა ის თანხა, რომელიც მან რამდენიმე თვით ადრე, საკუთარი ინიციატივით, საჩუქრად გადმოგვცა — შვილებისთვის რაიმე სამახსოვროს შესაძენად!
დიახ, სწორად გაიგეთ. საჩუქარი, რომელიც გულით გადმოგცა, უკან მოითხოვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი მას აღარ ემთხვეოდა.
არასოდეს გავიხსენებდი ამ ისტორიას, რომ დღეს არ მომესმინა წარმოუდგენელი უტიფრობის, უსინდისობის, შურისა და ბოროტების მორიგი გამოვლინება.
ადამიანი, რომელსაც სიკეთის კეთების მანტია აქვს მოსხმული და საკუთარი ნაჩუქარი თანხის უკან მოთხოვნაც კი არ შერცხვა, დღეს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აკრიტიკებს.
28 დაზარალებული ოჯახისთვის ბინების შეძენა მისთვის თურმე ძალიან ცოტაა. თავად კი, მისი თქმით, გაცილებით მეტს გააკეთებდა, უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ მიეცა!
იცით, რა არის ყველაზე მძიმე და გულისამრევი?
ბიძინა ივანიშვილის სიკეთეს ხშირად სწორედ ის ადამიანები უწუნებენ, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებსა და შვილებზე გაცემულ საჩუქრებს უკან ითხოვენ, ფულს პროცენტებში ატრიალებენ და სხვისი ქველმოქმედები შეფასებისას პირველები არიან.
ყელში ბურთი მეჩხირება, როდესაც ვხედავ, როგორ უწუნებენ სხვას სიკეთეს ადამიანები, რომელთა საკუთარი „ქველმოქმედების“ ყველაზე ნათელი მაგალითი სხვა ქვეყანაში შეძენილი ვილებია, ხოლო მათი გულუხვობის საზომი — ოდესღაც ნაჩუქარი „ორი კაპიკის“ უკან მოთხოვნა.
არასოდეს, არასოდეს, პირადად მე და ჩემს ოჯახს (მიუხედავად იმისა, რომ გვქონია პერიოდი, უკიდურესად გაჭირვების წინაშე რომ ვიდექით) არ გვითხოვია ერის კაცისთვის დახმარება და ლოგიკურია, არც დაგვხმარებია.
მაგრამ რა დონის უნამუსო და დაუნახავი ადამიანი უნდა იყო, რომ კაცს, რომელსაც საქართველოში ერთი ლარიც არ უშოვია და მთელი ქონების უდიდეს ნაწილს ჩემს ქვეყანას ახმარს, მის სიკეთეს უწუნებდე? მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში სწორედ ივანიშვილის ნდობისა და ფინანსური მხარდაჭერის საფუძველზე გამდიდრდნენ.
სამაგიეროდ, საკუთარი „სიკეთე“ სხვა ქვეყანაში ნაყიდი ვილებითა და ოდესღაც გაჩუქებული „ორი კაპიკის“ უკან მოთხოვნით გამოიხატება!
სიკეთე ვალდებულება არ არის, მაგრამ თუ ერთხელ მაინც გაგიკეთებია, მისი უკან მოთხოვნით საკუთარ თავს ამხელ. ხოლო სხვისი სიკეთის გაკრიტიკებამდე, ჯერ საკუთარ სინდისს უნდა ჩახედო თვალებში.“











კომენტარები