• რეკლამა
  • კონტაქტი
05:01, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოგვეცით უფლება, სხვა მედიასაშუალებები შემოვიდნენ. სულ მცირე „მთავარი“, „ტვ პირველი“ და მაგალითად უკრაინული არხი“ – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
13:38 11-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

მიუღებელია, რომ მხოლოდ საქართველოს პირველ არხს აქვს სხდომის გადაღების უფლება- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

„ეს მოთხოვნა გვქონდა წინა სხდომაზეც და არ დააკმაყოფილეთ. ახლა ახალი და მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომ სხდომას მესამე პრეზიდენტი ესწრება. მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც ძლიერი ინტერესია სააკაშვილის სასამართლოში გამოსვლის მიმართ. იმ ფონზე, რომ ორი თვის განმავლობაში არ ჰქონდა ეს შესაძლებლობა, მიემართა ხალხისთვის, ამის შესაძლებლობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ეძლევა და მიუღებელია, რომ მხოლოდ საქართველოს პირველ არხს აქვს სხდომის გადაღების უფლება. ჩვენ არ ვერჩით საზოგადოებრივს, კარგია, რომ ისინი აშუქებენ, თუმცა, მათაც შეზღუდულად აქვთ ეს უფლება და არა პირდაპირ რეჟიმში. ამ პროცესის ცოცხალს რეჟიმში გადაცემა საპროცესო ნორმების აღსრულებას და საქმეს არ შეუშლის ხელს. 10 ნოემბერს რომ მოგვწერეს სააკაშვილის გადაყვანას არეულობა მოჰყვებაო, აგერ არის დღეს და აქ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. თუ დარბაზში ამ ისტორიულ პროცესზე დაუშვებთ ვიდეოგადაღებას, გვექნება შესაძლებლობა საჯარო ინტერესი ბოლომდე დაკმაყოფილდეს. მაგალითად, ქალბატონმა ლიანამ კარგად იცის, საჯაროობის მნიშვნელობა. თქვენ ხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს პოზიციის გაშუქებას. მოგვეცით უფლება, სხვა მედიასაშუალებები შემოვიდნენ. სულ მცირე „მთავარი“, „ტვ პირველი“ და მაგალითად უკრაინული არხი“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved