• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოგმართავთ თქვენ, ქართულ ჯარს, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას” – პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
12:13 04-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

მოგ­მარ­თავთ თქვენ [ქარ­თულ ჯარს], რა­მე­თუ დღეს ამუ­შავ­და შავ-ბნე­ლი ძა­ლე­ბი და ცდი­ლო­ბენ, ის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ვერ და­ა­ჩო­ქეს, ვერც ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­მოწ­ვე­ვით, ვერც ძმა­თა შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გა­ჩა­ღე­ბით, ვერც პირ­და­პი­რი ომით და ოკუ­პა­ცი­ით ვერ და­ი­მორ­ჩი­ლეს – დღეს კი­დევ ერთხელ ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩას,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მტერ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და და იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სი­სუს­ტეს მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბზა­რის გა­ჩე­ნა იწ­ვევს.

“მი­ვე­სალ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ჯარს, მის რი­გი­თებს, კაპ­რა­ლებს, სერ­ჟან­ტებს, ოფიც­რებს, გე­ნერ­ლებს; მი­ვე­სალ­მე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, თავ­დაც­ვის მი­ნისტრს და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­ურს; მი­ვე­სალ­მე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს; მი­ვე­სალ­მე­ბი ქარ­თველ ხალ­ხს, ვინც დღეს ჩვენ­თან ერ­თად ზე­ი­მობს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დღეს.

მივ­მარ­თავ ჯარს, რომ­ლის მთა­ვარ­სარ­დლო­ბას ამა­ყად ვა­ტა­რებ: მოგ­მარ­თავთ ქარ­თულ ჯარს, რო­გორც ქვეყ­ნის სა­გუ­შა­გო­ზე მდგარს და ჩვენს სა­ი­მე­დო ფარს. დღეს მო­ვე­დი თქვენ­თან, რა­მე­თუ თქვენ ხართ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის სიმ­ბო­ლო. ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბით 33 წე­ლია, იმა­ვე მი­ზანს, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ჯარი 1918-1921 წლებ­ში. ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ იუნკრე­ბი, რო­მელ­თაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა გუ­შა­გი და რა­მაც დღემ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნა.

მოგ­მარ­თავთ თქვენ, რა­მე­თუ დღეს ამუ­შავ­და შავ-ბნე­ლი ძა­ლე­ბი და ცდი­ლო­ბენ, ის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ვერ და­ა­ჩო­ქეს, ვერც ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­მოწ­ვე­ვით, ვერც ძმა­თა შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გა­ჩა­ღე­ბით, ვერც პირ­და­პი­რი ომით და ოკუ­პა­ცი­ით ვერ და­ი­მორ­ჩი­ლეს, დღეს კი­დევ ერთხელ ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩას.

მტერ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და და იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სი­სუს­ტეს მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბზა­რის გა­ჩე­ნა იწ­ვევს. 30 წელ­ზე მე­ტია, რაც ეს ქვე­ყა­ნა და მისი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერთი მიზ­ნის ირ­გვლი­ვაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი – ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, რო­გორც ერ­თა­დერ­თი ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნო­ბის, იდენ­ტო­ბის, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბის, მშვი­დო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გზა. ამ 33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი კრი­ზი­სი, ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი იყო, თუმ­ცა ამ ერთ მი­ზანს აქამ­დე არა­ვინ აყე­ნებ­და კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved