• რეკლამა
  • კონტაქტი
13:38, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოგმართავთ ყველას, ვისაც აწუხებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა!“ – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
03:03 10-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„მოგმართავთ ყველას, ვისაც აწუხებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეძებს გამოსავალს!

მოდით, სანამ რა უნდა გავაკეთოთ, ამას გადავწყვეტთ, რა არ უნდა გავაკეთოთ, ამაზე შევთანხმდეთ.

საქართველოს ხელისუფლება ხედავს რომ მას ძალაუფლება ხელიდან ეცლება და ყველაფერზე წამსვლელია რომ ეს არ მოხდეს.

ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, ვინ და რა გარემოებაა ამის მიზეზი: ეს გახლავთ პოლიტიკური პატიმარი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი შიმშილობა ციხეში.

ხელისუფლებამ იცის რომ დღევანდელი პროტესტის მუხტის ძირითადი მიზეზი, ისევე როგორც თუნდაც დროებითი, მაგრამ მაინც ოპოზიციური ერთიანობის, გახლავთ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უპრეცედენტო თავდადება და მას ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინია.

ხელისუფლების მოქმედებები ერთის მხრივ აგონიურია, მეორეს მხრივ, ის თითქოს რაღაცას ელოდება.

რას შეიძლება ელოდებოდეს ხელისუფლება? ერთადერთ რამეს – ამ მუხტის და ერთობის გაქრობას ან არასწორი მიმართულებით წასვლას. ეს არასწორი მიმართულება კი შეიძლება იყოს საზოგადოების მხრიდან ოპოზიციის და არა ხელისუფლების დადანაშაულება მიხეილ სააკაშვილი რომ ციხეშია, შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!

კარგად დაფიქრდით, რას ვამბობ:

ხელისუფლებას 2 გზა აქვს თავის გადარჩენის:

1.მიშას გაბანძება, რაც არ გამოსდის;

2.მიშას მოშორება, თუ ეს ოპოზიციის მიმართ რისხვას, საზოგდოების მხრიდან ზურგშექცევას და ყველაფერზე ხელის ჩაქნევას გამოიწვევს.

თუ ხელისუფლებას ეცოდინება რომ მიშას მოშორება მუხტს ჩააქრობს, ერთობას დაშლის და საზოგადოებას ოპოზიციის მიმართ მტრულად განაწყობს, ის მოკლავს მიშას! ამაშია ამ ხელისუფლების ხსნა და ჩვენი სიბრძნეც სწორედ ის უნდა იყოს, რომ ამ ბოროტებას ეშინოდეს მიშას სიკვდილის, ზუსტად ისე და კიდევ უფრო მეტად ვიდრე დღეს ეშინია ცოცხალი მიშასი! ეშინოდეს და არა იმედი ჰქონდეს რომ მისი მოშორებით ჩვენ დაგვშლის, ერთმანეთზე დაგვგეშავს და მორალურად გაგვანადგურებს – ეს უნდათ ზუსტად!

ამიტომ, სწორედ ამიტომ, ვისაც რა პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან, სამართლიანი, უსამართლო, არ მოგვწონდეს ოპოზიცია მიშას პარტიის ჩათვლით, არ გვაკმაყოფილებდეს მათი აქტიურობა და ა.შ. რაც არ უნდა იყოს, სწორედ იმიტომ რომ მიშა გადარჩეს, რაც ყველას ერთნაირად გვინდა, სწორედ ამიტომ – ხელისუფლებამ უნდა იცოდეს რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, შიმშილობაზე და ყველაფერზე რაც შეიძლება მოხდეს, პასუხს აგებს მხოლოდ ხელისუფლება და მიიღებს ბევრად უარეს დასასრულს, ვიდრე დღეს ელოდება!

ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს და არა იმედი ჰქონდეს მიშას მოშორების!

აი ეს გვახსოვდეს და ასე მივიდეთ ხვალ, პრინციპში უკვე დღეს, 24 ოქტომბერს, რუსთავის ციხესთან! ხვალამდე“

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved