• რეკლამა
  • კონტაქტი
01:41, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გულით გიხდით ბოდიშს – მოძრაობა “სირცხვილია” 3 ივლისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
20:14 07-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
282

მოძრაობა “სირცხვილია” 3 ივლისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა თითოეულს, ვინც უთვალავი პრობლემის და გასაჭირის მიუხედავად პოულობს ძალას, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოლოს. თქვენი შეუპოვრობა ისტორიულია. უმნიშვნელოვანესია, არ დავკარგოთ, რამაც 20 ივნისს 150 ათასი ადამიანი რუსთაველზე მიგვიზიდა – ერის გამაერთიანებელი იდეა – წინ, ევროპისკენ და შინ, ევროპისკენ.

3 ივლისის მასშტაბურმა პროტესტმა საზოგადოების ნაწილს სამართლიანი კითხვები გაუჩინა დემონსტრაციის მიზნებსა და გეგმასთან დაკავშირებით. მაინც რა მოხდა მესამე აქციაზე?

კამპანია “შინ, ევროპისკენ” მაისის მიწურულს დავიწყეთ, მაშინ, როდესაც ჯერ თითქმის არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ხელოვნურად ნაკვები განზიდულობის მიუხედავად, ათი ათასობით განსხვავებულ ადამიანს ძალისხმევა გაგვეერთიანებინა.

ვიაზრებდით რა, რომ ეროვნული იდეა ნებისმიერ საინიციატივო ჯგუფზე დიდია, ჩვენ ფართოდ გავხსენით კარი სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფისა და ორგანიზაციისათვის, რათა ყველას შეძლებოდა, წვლილი შეეტანა ეროვნული ინტერესის დაცვაში. აგრეთვე დავაწესეთ პროტესტის მკაცრი ტაქტიკური ჩარჩო – არაძალადობრიობა.

ჩვენ ახლაც ვრჩებით მაქსიმალური ჩართულობისა და წარმომადგენლობითობის პრინციპის ერთგულნი, მაგრამ იმავდროულად, ვაცნობიერებთ შეცდომებსა და ხარვეზებს, რომლებმაც ბევრი ინტერესის დაბალანსებისა და კონსენსუსის ძიების პროცესში თავი იჩინეს. ამ მცდელობებმა მიითვისეს ყურადღება, რომელიც მთავარი აქტორისთვის – ხალხისთვის უნდა დაგვეთმო, რათა 3 ივლისის აქციის მიმართ მოლოდინები სწორად გვემართა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ უფრო მკაფიოდ და გასაგებად მიგვეტანა ადამიანებამდე სამოქმედო გეგმა, რათა მათ წინასწარ სცოდნოდათ, რისთვის მოდიოდნენ აქციაზე. შეკრების თავდაპირველი მიზანი, მთავრობის სხდომის გაუქმება, გადაფარა საორგანიზაციო გუნდს მიღმა შექმნილმა ცრუ მოლოდინმა, რომ ოლიგარქია იმავე დღეს დაემხობოდა და ბრძოლაც დასრულდებოდა.

გულითად ბოდიშს ვიხდით და გპირდებით, აღარაფერს და აღარავის მივცემთ უფლებას, დაემუქროს უამრავი განსხვავებული მოქალაქის გამაერთიანებელ სულისკვეთებას, რომელიც სახალხო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” ყველაზე მკაფიოდ 20 ივნისს გამოხატა.

ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი და ჩვენთვის არცერთი მოთხოვნა, პოლიტიკური გემოვნება თუ მისწრაფება არ დგას ეროვნულ იდეაზე – ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე მაღლა.

ჩვენ არ უნდა გაგვიფანტოს ყურადღება ვიწროპარტიულმა ინტერესებმა და უნდა ვკონცენტრირდეთ 12 მოთხოვნაზე, რომელიც პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება, შემდეგ კი ჩვენგან – ევროკავშირს.

ჩვენ უნდა დავიცვათ 150 ათასი ადამიანის გამოსვლით გამოხატული იდეა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 85%-ს აერთიანებს.

ჩვენ ვაპირებთ, რომ საშუალო და გრძელვადიანი გეგმები მხოლოდ ევროინტეგრაციის უზენაეს მიზანს დავუკავშიროთ.

ეს პროცესი წარმატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვირგვინდება თუ მასში თითოეული ჩვენგანი ჩაერთვება. გთხოვთ, არ გაანელოთ თქვენში საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სურვილი.

ჩვენ გავიმარჯვებთ!”

თეგები: განცხადებასირცხვილია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?
ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

15:44 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved