ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
ჯო უილსონი საქართველოს დიდი მეგობარია და ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს კონგრესში. ისეთი პირი უჩანს, რომ სენატში დამტკიცების შემდეგ ტრამპიც მოაწერს ხელს. მისი გუშინდელი განცხადება ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით მკაცრი და დროული იყო.
მოდით, ვიყოთ ობიექტურები, სამწუხაროდ, პირველად მისი განცხადებებიდან, ტრიადიდან-რუსეთი, ჩინეთი, ირანი, რუსეთი გაქრა და დუეტად ჩამოყალიბდა. ეს რა თქმა უნდა, ტრამპის საგარეო პოლიტიკის გამოძახილია.“მასიური ესკალაცია შემდგომი ნაბიჯია ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და ირანისთვის გადაცემისთვის”, – წერს უილსონი.
სადაა რუსეთი?!
კომენტარები